სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია“ - მარაბდის საჯარო სკოლის დირექტორი
18-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge -ს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის დირექტორი, თამრიკო ფიჩხულაშვილი ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?


- ჩემი აზრით, უნივერსიტეტში ეროვნულ გამოცდის ქულასთან ერთად, არ არის აუცილებელი გაითვალისწინონ სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისაგან თუ კლასგარეშე მუშაობა.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ თავიანთი შესაძლებლობები და გაათვითცნობიერონ, ოცდამეერთე საუკუნეში რომელი პროფესიის დაუფლებით შეძლებენ პროგრესისა და წარმატების მიღწევას.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ ?

- საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, გასათვალისწინებელია მათი აზრი, რადგან მათი შვილებისთვის იქმნება აღნიშნული სახელმძღვანელოები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ კომპეტენტურმა საზოგადოების წევრებმა.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- მომწონს ელექტრონული ჟურნალების დანერგვა სკოლაში. ვფიქრობ ყველა პედაგოგი შეძლებს წარმოებას.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- რთული იყო, მაგრამ შევძელით გარკვეულ დონეზე ამ პროცესის დაძლევა. ვფიქრობ გამხნევება არცერთ დირექტორს არ სჭირდება, რადგან მეტნაკლებად შეძლეს სკოლებმა პრობლემების დაძლევა და დიდი გამოცდილების მიღება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება