სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეები აქტიურები, მონდომებულები და მობილიზებულები არიან - განსაკუთრებული თაობაა“ - დერჩის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან კაკიტაძე
18-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლის დირექტორის, ნესტან კაკიტაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ სასკოლო ცხობრებაშიც არ არის გამორიცხული გაუთვალისწინებელი და ექსტრემალური სიტუაციები, რომელთა წინაშე არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი; უნდა გადააწყო სასწავლო პროცესი ისე, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს; რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ჩემი სკოლა მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს. იგი მცირეკონტიგენტიანი სასწავლო დაწესებულებაა, შესაბამისად, სკოლის პრობლემას მასწავლებელთა მოზიდვა ყოველთვის წარმოადგენდა. წლების განმავლობაში, სკოლას არ ჰყავდა ინგლისური ენის მასწავლებელი. სამინისტრომ შემოგვთავაზა, ჩავრთულიყავით ონლაინ სწავლებაში, რაც იმ პერიოდისთვის ძალიან უცხო მეთოდი იყო და სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი როგორც სკოლა და პედაგოგები, ასევე მშობლებიც. პანდემიის პერიოდში, იძულებული გავხდით, გადავსულიყავით სწავლების ონლაინ ფორმატზე. აღმოვაჩინეთ, რომ არც ისე ცუდი მეთოდია (რა თქმა უნდა პირისპირ სწავლებას ვერ შევადარებთ) გამოუვალი მდგომარეობის დროს. ბევრი გამოწვევის წინაშეც დავდექით. პედაგოგების გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება, შესაბამისი საშუალებები და ინტერნეტთან წვდომა. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ და აქტიურად ჩავერთეთ პრობლემის მოგვარების საქმეში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ყველა სფეროში, განათლების სფეროც აღმოჩნდა გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რაც მეტ ძალისხმევას მოითხოვდა თითეული ჩვენგანისგან. ბევრი რამ ვისწავლეთ; გადავლახეთ ბევრი პრობლემა სასწავლო პროცესის მართვაში; მივიღეთ გამოცდილება მოსწავლეებისა და მათი მშობლების, სოციუმის ურთიერთობის ონლაინ სისტემის აწყობაში. ვიტყოდი, ეს იყო მეტად საპასუხისმგებლო წელი, წელი გამოცდისა და გამოცდილებების დაგროვებისა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- დამოკიდებულება საქმისადმი, მოსწავლეებისადმი, სიახლეებისადმი სწრაფვა, ცოდნის უწყვეტად მიღებისა და გამოყენების სურვილი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მგონი, აღარაფერი მიკვირს. აქტიურები, მონდომებულები, მობილიზებულები არიან - განსაკუთრებული თაობაა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- არასოდეს შეეპაროთ ეჭვი შვილების შესაძლებლობებში; იყვნენ გულწრფელნი, მაგალითის მიმცემნი და მეგობრულები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ პროფესია, რომელიც ავირჩიე, საუკეთესოა პროფესიათა შორის; რომ იგივე პროფესიას ავირჩევდი, ერთხელაც რომ მქონდეს შანსი. ისევ ვიმუშავებდი მაღალმთიანი სოფლის პატარა სკოლაში და არასოდეს დავიწუწუნებდი კარიერის გამო, რომელიც შეიძლებოდა ამეწყო რომელიმე დიდი ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება