სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძირითადად უნდა ხდებოდეს შესაბამისი საექსპერტო კომისიების მიერ“ - ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე
18-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის დირექტორს, თენგიზ შავაძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს სკოლის როლის ამაღლებას, იმ ფონზე, როცა მოსწავლეთა უმეტესობა რეპეტიტორებთან მომზადებას ანიჭებს უპირატესობას. კარგი იქნება, თუ მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან სკოლაში ცოდნის შეძენითა და კარგი მანერების წარმოჩენით. ასევე, თუ გააქტიურდებიან საზოგადოებრივ სასარგებლო საქმიანობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომას აქვს უარყოფითი მხარეც. დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, რომ კარგი ნიშნებისა და დახასიათების მიღების მცდელობა არ გახდეს კორუფციის წყარო.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

-  აბიტურიენტებს ვურჩევდი, პროფესია აირჩიონ არა პრესტიჟისა და მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, არამედ მოწოდებისა და სიყვარულის მიხედვით. პროფესიონალებად ყალიბდებიან მაშინ, როცა უყვართ საკუთარი პროფესია და სულსა და გულს დებენ მასში. აბიტურიენტებს ვურჩევდი ასევე, უფრო მეტად გამოიკვლიონ ის სფერო, რაც აინტერესებთ და ამისთვის გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ მომავალ პროფესიაში იყვნენ უფრო წარმატებულები.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღვანელოების გრიფირება ძირითადად უნდა ხდებოდეს შესაბამისი საექსპერტო კომისიების მიერ. ვიქრობ, რომ უნდა იყოს ერთნაირი სახელმძღვანელოები ყველა სკოლისთვის, რათა აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე, იყოს ერთნაირი კონკურენტული გარემო ყველასთვის. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- კარგი იქნება ამ მხრივ გაუმჯობესდეს კომპიუტერული ტექნოლოგიები, რადგან ხშირად ვაწყდებით დაბრკოლებებს, რის გამოც, აუცილებელი ხდება მასწავლებლებისთვის დახმარების გაწევა. ამის შემდეგ, შეგვიძლია მოვითხოვოთ, ელექტრონული ჟურნალების წარმოების სავალდებულო დანერგვა. ამით მასწავლებლებს გაუმარტივდებათ სამუშაო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება