სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საზოგადოების ჩართულობა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში კარგი იქნება“ - ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი
18-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მოვსეს ალვანჯიანს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- დადებითად შესაფასებელია ის, რომ სკოლის საშუალო ნიშანიც იყოს გათვალისწინებული. ეს მოსწავლისთვის იქნება დიდი სტიმული, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული (არა მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის) სასკოლო პროცესში.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პირველ რიგში, ვურჩევდი აბიტურიენტს, მთელი თავისი დრო და ყურადღება გადაიტანოს სწავლაზე, რადგან ეს დრო გავლენას ახდენს მათ მომავალზე. რაც შეეხება პროფესიის არჩევას, აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს თავისი ინტერესი პროფესიის მიმართ - იქნება ეს ჰუმანიტარული მიმართულება თუ ტექნიკური.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- ჩემი აზრით, საზოგადოების ჩართულობა იქნება კარგი იმიტომ, რომ ყველა შეძლებს თავისი აზრის გამოხატვას.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ყველაფერი ახალი ძნელია, მაგრამ ელექტრონული ჟურნალი საშუალებას მისცემს მშობლებს, თვალ-ყური ადევნონ ბავშვების შეფასებებს, რაც კარგი იქნება როგორც მათთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. ვინაიდან ეს ახალი პროგრამაა, ჯერ კიდევ შესწავლაა საჭირო. დროთა განმავლობაში, ამ პროგრამამ გაგვიადვილა მუშაობა. მასწავლებლებს არ გაუჭირდებათ ელექტრონული ჟურნალით სარგებლობა.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- პანდემიის ფონზე, ჩვენ უფრო გაგვირთულდა მუშაობა, რადგან უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ არც ერთ ჩვენ მოსწავლეს და მასწავლებელს არ შეხებოდა ვირუსი. როგორც ჩემ თავს, ასევე ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტი სიახლე შევისწავლოთ ონლაინ პროგრამებზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება