სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ ტექნოლოგიებს საფუძვლიანად დავეუფლებით, სახლიდან გაუსვლელადაც შევძლებთ ცოდნის მიღებას“- ველევის საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინე ჭიჭინაძე-გოგსაძე
18-03-2021
-
+



რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე ჭიჭინაძე - გოგსაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- რომ ადამიანს, ბუნების ნაწილს, შემოქმედისაგან არ ეპატიება დედა ბუნებასთან დაპირისპირება და  ცოდვებით დატვირთვა; შეგვაცნობინა ერთმანეთისა და სიცოცხლის ფასი,  ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, აგრეთვე ვირტუალურ სამყაროში გამოკეტვის სირთულე.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- თუ ტექნოლოგიებს საფუძვლიანად დავეუფლებით, სახლიდან გაუსვლელადაც შევძლებთ ცოდნის მიღებასა და სამყაროს ყველა საიდუმლოს წვდომას. 

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- როგორც დიდი გადატრიალების წლად კაცობრიობის ისტორიაში; ამ წელმა შეცვალა სამყარო, წირვა გამოუყენა ტრადიციებს, შიშის სინდრომი დანერგა ადამიანებს შორის, გაათითოკაცა და საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტა ადამის მოდგმა, შეიძლება ითქვას, ეს იყო ღვთის რისხვის წელი იყო ჩვენივე ცოდვების შესაცნობად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- სიახლის ძიებისა და მათი სასკოლო ცხოვრებაში დამკვიდრების სურვილი, აზრთა თანხვედრა და თანადგომა შემხვედრი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას, სასიამოვნო და სასიხარულოა ფეხშეწყობილი სვლა სასკოლო ცხოვრების რთულ გზაზე.  

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- ინდიფერენტული დამოკიდებულება ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიისადმი. 

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მეტი დრო დაუთმონ შვილებს, ესმოდეთ მათი, იყვნენ  უფროსი მეგობრები და გზის გამკვლევები, თვითონაც განიცადონ და შვილებსაც განაცდევინონ  ურთიერთობის მადლი და ბედნიერება. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- რა გავაკეთო ისეთი, რომ მოვიპოვო მოსწავლეთა ნდობა, ჩავწვდე მათი სულის მოძრაობას, ამოვიცნო მათი შესაძლებლობანი და დავეხმარო  ამ შესაძლებლობათა რეალიზებაში, რადგან ვინ იცის ვისში ვინ იმალება! პირველ რიგში კი, დავანახო ადამიანის ფასი და ადამიანად ყოფნის ბედნიერება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება