სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გავაკეთოთ ყველაფერი მომავალი თაობების ჯანმრთელობის, განვითარების, წინსვლისა და წარმატებისთვის“ - თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე
18-03-2021
-
+



რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თლუღის საჯარო სკოლის დირექტორს, მარინა გოცირიძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- დადებითად ვაფასებ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მშობელიც და მოსწავლეც  უფრო დაინტერესდება სკოლიდან მაქსიმალური ცოდნის მიღებით, ამაღლდება მოტივაცია და შესაბამისად სწავლის ხარისხი. მშობლები უპირატესობას აღარ მიანიჭებენ მხოლოდ რეპეტიტორებისგან მიღებულ ცოდნას და ჩვენც დიდი ძალისხმევა აღარ დაგვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა უპირატესია.


- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებმა მომავალი პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების სფერო, სწორად გათვალონ საკუთარი შესაძლებლობები და საჭიროებები. გამოცდებამდე დარჩენილი დრო რაციონალურად გამოიყენონ: დაუღალავად იშრომონ და იბრძოლონ დასახული მიზნის მისაღწევად.


- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- საზოგადოების ჩართულობა სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხში არის მნიშვნელოვანი, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია საზოგადოების კომპეტენტურობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ.


- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ელექტრონული ჟურნალი საკმაოდ დახვეწილია და მასში მუშაობას მასწავლებები კარგად ართმევენ თავს თუ ტექნიკურ ხარვეზს არ ექნება ადგილი. 


- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- დირექტორებს ვეტყოდი: ჩვეული შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა, არ შევუშინდეთ არანაირ, თუნდაც პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის, განვითარების, წინსვლისა და წარმატებებისათვის. მუდამ გვახსოვდეს: „ცხოვრება მშვენიერია“.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება