სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხშირად ვფიქრობ, რა დამატებითი ნაბიჯებია საჭირო, რომ ჩვენი 2020-ვე მოსწავლისთვის, სკოლა იქცეს სახლად“-ნინო გახარია, თბილისის N94 სკოლის დირექტორი
17-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გახარია პასუხობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . . 
- პირველ რიგში, თუ რაოდენ ფასეულია სიცოცხლე და ადამიანური ურთიერთობები. 
 2)ჩვენი სუსტი მხარეები ციფრული უნარების ფლობის თვალსაზრისით. 
 3) არსებული გლობალური გამოწვევები.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 
- მყისიერი მოქმედებები არასტაბილურ და არაპროგნოზირებად გარემოში, ტექნოლოგიების ფლობისა და ციფრული უნარების ცოდნის აუცილებლობა, იმ ექსტრემალური გარემოს გათვალისწინება, რომელშიც მოსწავლეებს უწევთ ყოფნა.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
- ერთ-ერთ საინტერესო წლად. ეს იყო გლობალური პრობლემების, გამოწვევების, საფრთხეებისა და რისკებთან გამკლავების შესაძლებლობების წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 
- ინოვაციებსა და სიახლეებზე ორიენტირებული, მოსწავლეზე შეყვარებული მასწავლებლები.

-მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 
- მე პირადად არაფერი არ მიკვირს, ვინაიდან შემიძლია ნებისმიერი მოსწავლის „ტყავში შევძვრე“ და მისი გადმოსახედიდან, მისი პიროვნებიდან შევხედო რეალობას.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 
- შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარონ შვილებთან, შეიყვარონ და მიიღონ ისინი ისეთებად, როგორებიც არიან, მისცენ უფლება ჰგავდნენ საკუთარ თავს... ხშირად მოუსმინონ მათ. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 
- რა დამატებითი ნაბიჯები და სტრატეგიებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ორი ათას ოცივე მოსწავლისთვის, სკოლა იქცეს საკუთარ სახლად, ადგილად, სადაც თითოეული მათგანი თავს სრულყოფილ, დაფასებულ, აღიარებულ და ბედნიერ პიროვნებად იგრძნობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება