TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლისთვის მთავარი სურვილია, არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება“ - ვარძიის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა ტურაშვილი
17-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელის, მარინა ტურაშვილის იბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რამდენად მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, ურთიერთობა სასკოლო სივრცეში. უფრო მეტად დავაფასეთ სასკოლო გარემო და ჯანსაღი ურთიერთობები.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ სწავლისთვის მთავარი სურვილია, რომ არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება, რაც ხელს შეუშლის სწავლის პროცესს. მოსწავლეები, რომლებიც სასკოლო გარემოში გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, არც ონლაინ სწავლების დროს ჰქონიათ წყვეტა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც გამოცდას. გამოცდას, რომლითაც შეფასდა როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა პასუხისმგებლობის გრძნობა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როდესაც მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოწვეულ აღფრთოვანებას აღწერენ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- სითამამე და აზროვნება მართლაცდა, 21-ე საუკუნის შესაფერისი; უშიშრობა ყველა სირთულის მიმართ და ზედმეტად გაცნობიერება სოციალურ საკითხებში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ნუ ჩათვლიან, რომ მოსწავლის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბება მხოლოდ მასწავლებელზეა დამოკიდებული. მშობელი, სკოლა და მასწავლებელი - ეს ერთი მთლიანობაა. ჩვენ გვჭირდება ხალასი ნერგი, რათა მივიღოთ ცოდნის ხე! ვიზრუნოთ ერთად ნიჭიერი, კულტურული და სასახელო მომავალი თაობის მისაღებად!

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორი იქნება სწავლა-სწავლების პროცესი 100 წლის შემდეგ. კიდევ თუ იარსებებს მასწავლებელი, თუ რობოტი ჩაანაცვლებს მას? იქნება კი ეს სიკეთის მომტანი?!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება