სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში, საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია“ - ხევის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ხადილაშვილი
17-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორს, მერი ხადილაშვილს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ინიციატივა საკმაოდ საინტერესოა, რადგან აუცილებელია, სკოლის როლი უფრო გააქტიურდეს და მოსწავლეს უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეს სკოლაში სწავლის. ეს გაზრდის მასწავლებლის როლსა და პასუხისმგებლობას; მოსწავლე უფრო მეტად იქნება მოტივირებული, რომ ჰქონდეს კარგი აკადემიური მიღწევები, რაც გახდება მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც უფრო მეტი და ნაყოფიერი მუშაობის საწინდარი, თუმცა ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ჩემი აზრით, სხვადასხვა რისკის გათვალისწინებით (კორუფცია, ნაცნობ-მეგობრობა და ა.შ.) აუცილებელია, სკოლაში ცენტრალიზებულად ჩატარდეს გამოსაშვები ტესტირება, რომელიც იქნება კომბინირებული და მოიცავს ყველა საგნიდან სხვადასხვა საკითხს ან რამე სხვა ფორმატით და ეს უნდა იყოს ცენტრალიზებულად და არა მხოლოდ სასკოლო დონეზე, რათა პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს და არ გააჩინოს კითხვები.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- მომავალი პროფესიის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. ვფიქრობ, არჩევანი უნდა გააკეთონ ისეთ პროფესიაზე, რომელიც არის პერსპექტიული და დასაქმების მაჩვენებელიც მაღალი ექნება. არასწორად შერჩეული პროფესიის გამო, დიდი ალბათობით, ვერ მოახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას ამ სფეროში და მოუწევთ ან ახალი პროფესიის დაუფლება ან დიპლომის თაროზე შემოდება. წინასაგამოცდო პერიოდი უნდა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად გამოცდებისთვის მოსამზადებლად. ეს ის პერიოდია, როცა დრო მხოლოდ სწავლისთვის უნდა გამოიყენონ, რათა გამოცდაზე საუკეთესო შედეგი აჩვენონ.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში, საზოგადოების ჩართულობა არის აუცილებელი, განსაკუთრებით პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რადგან შეიძლება წიგნი ერთი შეხედვით კარგი იყოს, თუმცა სწავლა-სწავლების პროცესში არ იყოს ისეთი შედეგისმომცემი, როგორც ეს მანამდე ჩანდა.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა არ გასჭირვებიათ. არ არის რთული პროგრამა. ყველაზე დიდი დადებითი მხარე ის აქვს, რომ მშობელს შეუძლია, ყოველდღიურად ადევნოს თვალი საკუთარი შვილის აკადემიურ მოსწრებას, სკოლაში დასწრებას და გაეცნოს მასწავლებლების მიერ მიცემულ განმავითარებელ შეფასებებსა და უკუკავშირს. ამ ეტაპზე, დისკომფორტს იწვევს ორივე ჟურნალში მუშაობა.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ვეცადოთ, ყველაფერში დავინახოთ დადებითი. უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც თანამშრომლებთან, ასევე მოსწავლეებსა და მშობლებთან; გავუზიაროთ ერთმანეთს პრობლემები და იდეები. ეს ბევრად ამარტივებს პროცესის მართვას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება