TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე, რომელიც სკოლაში წარმატებული იყო, ეროვნულ გამოცდებზეც დაადასტურებს თავის კომპეტენციას“ - ცისანა ობოლაძე, ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი
17-03-2021
-
+


მიიჩნია, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქონა თვითმიზანს არ უნდა წარმოადგენდეს. მისი აზრით, „მთავარია, გქონდეს შენთვის საინტერესო, სასარგებლო და შესაძლებლობის შესაბამისი, გამოყენებადი პროფესიის უმაღლესი განათლება“.

რა რჩევები აქვს აბიტურიენტებისთვის; როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ცისანა ობოლაძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- მიმაჩნია, რომ მოსწავლე, რომელიც სკოლაში აქტიური და წარმატებული იყო, ეროვნულ გამოცდებზეც დაადასტურებს თავის კომპეტენციას, ამიტომ სკოლიდან რამე რეკომენდაციის გათვალისწინება ზედმეტად მიმაჩნია.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პირველ რიგში, მივმართავ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს: არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლების დიპლომის ხელში დაჭერის თვითმიზანი. მთავარია, გქონდეს შენთვის საინტერესო, სასარგებლო და შესაძლებლობის შესაბამისი, გამოყენებადი პროფესიის უმაღლესი განათლება. ამიტომ, ვურჩევდი, კარგად გადაწყვიტონ, რა სურთ და შემდეგ მაქსიმალურად გამოიყენონ სკოლა და ინტერნეტი - მეტი ინფორმაციის მიღებისთვის მათთვის სასურველ სპეციალობაზე გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის. წარმატებულ ზაფხულს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- საზოგადოების რა მოგახსენოთ, მაგრამ სკოლის პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ჩართვა აუცილებელია (საზოგადოებას შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, ყველამ არ ვიცით ის ფსიქოლოგიური, ემოციური თუ ასაკობრივი თავისებურება ბავშვთა განვითარებისა). კარგი იქნება, ე.წ. ძველი სახელმძღვანელოების თემატიკასაც თუ გავიხსენებთ.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- მიმაჩნია, რომ მთავარი არა ჟურნალის წარმოება, არამედ მოსწავლის შეფასების სანდოობა და ობიექტურობაა. თუ მასწავლებელს აქვს მარტივად გაწერილი შეფასების კრიტერიუმი და მიახვედრებს მოსწავლეს, რა დაძლია, რა საჭიროება აქვს და როგორ დაძლიოს საჭიროება, მოსწავლე ნიშანს ყურადღებას არც მიაქცევს. მთავარი სწორად მიცემული განმავითარებელი შეფასებაა და არა „ნიშნის სწორად ჩაწერა ჟურნალში“ (არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცევი, მაგრამ ასეთი მიმართებით ვმუშაობ ჩემს კოლექტივთან).

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ვადასტურებ, რომ რთულია ასეთ დაძაბულ ვითარებაში მუშაობა, თუმცა არა შეუძლებელი. ჩვენ დიდი და მრავალმხრივი დახმარება და მხარდაჭერა გვაქვს სხვადასხვა ინსტიტუტებიდან, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდან. რაც შეეხება ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, მიმაჩნია, რომ თავს ვართმევთ და ვფიქრობ, თავს გავართმევთ ბოლომდე. სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ვუსურვებ განათლების სისტემაში დასაქმებულ ყველა მუშაკს, მიუხედავად თანამდებობისა და სტატუსისა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება