სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ პრობლემის დაძლევა გვასწავლა“ - ცირა აბულაძე​, ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორი
15-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე პასუხობს.  

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . . 
- რომ, განათლების სისტემა პანდემიას და რთულ სიტუაციას შეხვდა „გონივრულად და მომზადებული“.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 
- პრობლემის დაძლევა. ვიცით, რომ ყველა პედაგოგს ერთნაირად არ შუძლია ტექნიკის გამოყენება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაქსიმალური გააკეთეს. მაშინ როდესაც შეჩერდა ყველაფერი, სწავლა უწყვეტად მიმდინარეობდა. 

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
 - 2020 წელი, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა.  ალბათ კოშმარულ სიზმრებშიც ვერ წარმოვიდგენდით ამას.
სოლომონ მეფის ბეჭდის წარწერა მახსენდება „და ესეც გაივლის“, ცოტა ვმშვიდდები.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 
- მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრების რიტმი ბავშვებისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა და სწორედ ამ წონასწორობის შენარჩუნება მშობლებთან ერთად მასწავლებლის მხარდაჭერით მოხდა. ყველა პედაგოგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მოსწავლეებს მიეღოთ განათლება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 
- ისინი ბავშვები არიან, არაფერი მიკვირს. თუმცა ისე ზედმიწევნით და კარგად იცავენ რეგულაციებს, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 
- მეტად იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 
- ყველაზე ხშირად მაინც, სკოლის წარმატებაზე, ჩემს მოსწავლეებზე, ოჯახზე და ახლობლებზე ვფიქრობ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება