სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, უფრო მეტად ითანამშრომლონ სკოლასთან “-ახოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ომარი ბოლქვაძე
15-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის  დირექტორის, ომარი ბოლქვაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- რომ, შეუძლებელი არაფერია. ერთიანობას დიდი ძალა აქვს. ერთმანეთის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი და ეფექტური იარაღია პრობლემების გასამკლავებლად. ასევე  ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება  სასწავლო პროცესში  აუცილებელი და მნიშვნელოვანია. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .                                                                        

- ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .                                                                                

- როგორც ძალიან რთულ და  მძიმე წელს. თუმცა გამოწვევებით, მოულოდნელობებით, აღმოჩენებით სავსეს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .                                            

- წარმატება მათი და მათი მოსწავლეების, რომ უყვარს საკუთარი პროფესია,  პასუხისმგებლობა საკუთარი საქმისადმი, ურთიერთთანამშრომლობა და ერთსულოვნება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .   

- როგორ წარმატებულად ახერხებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას და ადვილად ეგუებიან ნებისმიერი ტიპის სასწავლო პროცესს.    
                                                                                     
- მშობლებს ვურჩევდი. . .                                                                                                    

- მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას და კიდევ უფრო მეტად ითანამშრომლონ  სკოლასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .                                                                                    

- პირველ რიგში, აღვზარდოთ ღირსეული მოქალაქეები. შემდეგ განათლებული,  ჯანსაღი პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება