სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოსტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პირველი კომპლექსური დავალება წარმატებით შეასრულეს
12-03-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში, პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პირველი კომპლექსური დავალება წარმატებით განხორციელდა.

სკოლის ინფორმაციით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (პედაგოგი თამარ კობზონაძე) შოთა რუსთაველის პოემიდან  ეპიზოდები - „თათბირი ფრიდონისა“, „თათბირი ავთანდილისა“ და „თათბირი ტარიელისა“ (ქაჯეთის ციხის აღება) შეისწავლეს და აუდიორეპორტაჟები მოამზადეს.

„დავალება - „ჟანრის შეცვლა“ ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევიდან იყო აღებული. ბავშვებმა მოირგეს არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ თითოეული პერსონაჟის როლიც და გულმოდგინედ დაეხმარნენ ერთმანეთს ინტერვიუს ჩაწერასა და რეპორტაჟის მომზადებაში.

დავალება დიდი ხალისითა და მაღალი მოტივაციით შეასრულეს. რეფლექსიის დროს, ისაუბრეს თუ რა დაეხმარათ, რა გაითვალისწინეს და როგორ იმუშავეს დავალების შესრულების პროცესში. 

მომდევნო დღეებში, კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა სხვა საგნებშიც დასრულდება.

ჩვენ დიდი სიამოვნებით გაცნობებთ სიახლეებს და წარმატებას ვუსურვებთ ბოსტანის სკოლის თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

​აღსანიშნავია, რომ ბოსტანის საჯარო სკოლა პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“ მიმდინარე სასწავლო სემესტრში ჩაერთო. ამ სემესტრში პროექტში ჩართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით 600-მდე სკოლამ გამოთქვა და მხოლოდ 300 შეარჩიეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება