სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის მიღწევებისთვის დიდი როლი აქვს მშობლების თანადგომას “ - მზია კაპანაძე, დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორი
12-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორის, მზია კაპანაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

-რამდენად აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა და მზაობა ამისთვის. ასევე, რამდენადაა სკოლა და საერთოდ ქვეყანა ასეთი გამოწვევებისთვის მზად; რამდენად პასუხობს სკოლის ტექნიკა და ინტერნეტი და ასევე, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი მასწვლებელთათვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- როგორ ვიმუშაოთ ექსტრემალურ სიტუაციებში; უფრო კარგად ვიყენებთ ვიდეო და აუდიო მასალებს გაკვეთილების დროს; დაინტერესებული მშობელი ყოველთვის საქმის კურსშია; მეტად დაგვაკავშირა მოსწავლეთა მშობლებს; რამდენი მუშაობაა იმისთვის საჭირო, რომ მთელი კლასი ჩართო საგაკვეთილო პროცესში; დაგვანახა ჩვენი სკოლის და საერთოდ განათლების სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი იყო დიდი გამოწვევების წელი. სერიოზული გამოცდა ჩააბარა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ; ნათლად გამოჩნდა, რამდენად დიდი მუშაობაა ჩასატარებელი, რათა აწყობილი იქნას სასწავლო პროცესი უშეცდომოდ; რამდენად დიდი როლი აქვს მშობლების თანადგომას სკოლის მაღალი მიღწევებისთვის.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მიხარია, რომ ჩემი სკოლის მასწავლებლებმა გაითავისეს ონლაინ სწავლების სიკეთეები და ოსტატურად ცდილობდნენ სიძნელეების დაძლევას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როგორ მომზადებულნი აღმოჩდნენ ონლაინ რეჟიმში სწავლისთვის.

- მშობლებს ვურჩევდი... 

- მეტი ყურადღება გამოიჩინონ და აკონტროლონ შვილების საგაკვეთილო ცხრილი; ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყონ ისინი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორ გამომადგება სამომავლოდ 2020 წლის გამოცდილება, როგორ გამოვიყენებ ამ მძიმე გამოცდილებას წინსვლისთვის და არავითარ შემთხვევაში პირიქით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება