სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლებმა მრავალჯერ აჩვენეს პროფესიული სიმტკიცე, საქმისადმი ერთგულება და მოსწავლეების სიყვარული“-მორძგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ბარჯაძე
12-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ბარჯაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- რომ დედამიწა საერთო სახლია. მის გადარჩენაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია,  გვაგრძნობინა თავისუფლების, ადამიანური ურთიერთობების ფასი;

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- ექსტრემალურ სიტუაციაში სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმების ათვისება და გამოყენება. გვაჩვენა ელექტრონული რესურსების გამოყენების უსაზღვრო  შესაძლებობანი; წლების წინ, როცა სისტემა გადადიოდა ელექტრონულ ფორმატში, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ნელ-ნელა ვითვისებდით კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, თან მდევდა  ლექსის სტრიქონები: „ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია, მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია“, რაც უმოკლეს დროში დავძლიეთ...ონლაინ გაკვეთილების  დროს  კვლავ შემახსენა თავი გურამიშვილმა....მაგრამ  მჯერა, რომ სასწავლო ელექტრონულ რესურსებსაც სრულყოფილად  ავითვისებთ და თუ მომავალში ონლაინ გაკვეთილების ჩატარება მოგვიწევს, შევძლებთ გაცილებით  უკეთესად. 

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- უხილავმა ვირუსმა მსოფლიო  შეაზანზარა.. რთული, ღირებულებების გადაფასების წელი იყო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- მასწავლებლებმა მრავალჯერ აჩვენეს პროფესიული სიმტკიცე, საქმისადმი ერთგულება და მოსწავლეების სიყვარული. პანდემიამ ერთ გუნდად  შეკრა არამარტო ერთი სკოლის და რაიონის, არამედ სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ერთმანეთს  სიახლეებს და ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენების მეთოდებს უზიარებდნენ; 
ჩემი სკოლის მასწავლებლებისაგან მახარებდა, რომ ინტერნეტით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, სხვადასხვა საშუალებებით ახერხებდნენ ყველა მოსწავლისთვის მისაწვდომი ყოფილიყო ონლაინ განათლება.  

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- რთული სიტუაციისადმი ადაპტაციის უნარი, რეგულაციების დაცვა...ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი ...მაგრამ მაწუხებს ის, რომ მობილურ ტელეფონებს და კომპიუტერს ხშირად გართობისთვის იყენებენ.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- იმეგობრონ შვილებთან, ითანამშრომლონ მასწავლებლებთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- მიგრაციაზე...დაცარიელებულ სოფელზე ... ჩვენს პატარა, ლამაზ, კოპწია სკოლაზე, რომელსაც პედაგოგიური კოლექტივის ზრუნვის მიუხედავად, თანდათან  აკლდება მოსწავლეები...მინდა, არასოდეს ჩაქრეს აქ სიცოცხლის სხივი და მუდამ ისმოდეს სკოლის ზარის წკრიალი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია ორი პირი - ცხენის ხორცს მარნეულისა და ქარელის ბაღებში ბავშვებს აჭმევდნენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება