სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებისგან მახარებს პროფესიისადმი ერთგულება და ინტერესი სიახლეების მიმართ“ - დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი
11-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის
დირექტორის - ალისა აბაჯიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .  

- სასწავლო გარემო უნდა იყოს მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული. სკოლამ სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა დაიცვას როგორც დაავადებათა ეროვნული კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამრთელობის ეროვნული ცენტრის მითითებები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- როგორ დავიცვათ მასწავლებელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ისე, რომ ამავდროულად დაცული იყოს მოსწავლეთა განათლების მიღება თანასწორ პირობებში.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- 2020 წელმა გვასწავლა განსაცდელის დროს ეფექტური ალტერნატიული გზების და გამოსავლის მოძიება. ამ გამოწვევების დროს იყო სირთულეები ონლაინ სწავლების მიმართულებით, თუმცა მასწავლებლების ძალისხმევისა და მონდომების წყალობით სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- პროფესიისადმი ერთგულება. ამ გამოწვევების დროს დაუღალავი შრომა და ინტერესი სიახლეების მიმართ. მათი კოლეგიალური დამოკიდებულება და ურთიერთ თანამშრომლობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- წიგნისა და სწავლის მიმართ შედარებით ნაკლები ინტერესი და დამოკიდებულება.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- გამოიჩინონ უფრო მეტი ყურადღება და ინტერესი, აქტიურად იყვნენ ჩართულნი შვილების სასწავლო პროცესში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- ყოველთვის იყოს მაღალი მოტივაცია როგორც მასწავლებლებში, ისე მოსწავლეებში. მრავალი თაობა აღვზარდო ღირსეულ მოქალაქეებად ისე, რომ ყველას თანაბარი შანსი ჰქონდეთ წარმატების მისაღწევად. ნიშანდობლივია როგორც მშობლების აქტიური პროფესიული სასწავლო პროცესი, ისე პედაგოგების პროფესიული ზრდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება