TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიჩბისის საჯარო სკოლაში დიდგორის ბრძოლის 900 წლის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა
10-03-2021
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში, პროექტ „ჩემი დიდგორის“ ფარგლებში, ღონისძიება, სახელწოდებით „ნიჩბისის ხევის საიდუმლო“ გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, ერთობლივ ინტერაქტიულ პროგრამაში ნიჩბისისა და თბილისის N52 საჯარო სკოლების უფროსკლასელები და ფონდი „დიასპორების ალიანსი“ მონაწილეობდნენ.

„დიდგორის ბრძოლის 900 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია - „ჩემი დიდგორი“. საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა საგამოფენო ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები, რომლებიც ნიჩბისის სკოლის ფოიეში გამოიფინა.

ვინაიდან, დიდგორის ბრძოლის შესახებ არსებობს საინტერესო წყაროთმცოდნეობითი ბაზა, მომზადდა ადაპტირებული მცირე ამონარიდები წყაროებიდან და დაურიგდათ მოსწავლეებს, რის შემდეგადაც მცირე დისკუსია და პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნულის შემდეგ, მოეწყო სტუმრობა ნიჩბისის ხევში. მასპინძელი მოსწავლეები სტუმრებს წარუძღვნენ და ნიჩბისის ხევი და დიდგორი აჩვენეს.

მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ და სკოლის ისტორიის კაბინეტს საჩუქრები გადაეცა.​

ნიჩბისის სკოლაში ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლები.

სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო დებატები. აქტივობაში ჩართულმა ყველა მოსწავლემ დაწერა მოკლე შეფასება „ჩემი დიდგორი“. ამ ფურცლებით აკინძული და სურგუჩით დაბეჭდილი ხელნაწერი წიგნის თითო ეგზემპლარი კი, სამახსოვროდ ნიჩბისისა და თბილისის N52 სკოლებს გადაეცათ.

ამას გარდა, ცენტრის პარტნიორ ორგანიზაცია საერთაშორისო ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ნიჩბისის საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.

მადლობას ვუხდით პროექტის ავტორებს - კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამის განყოფილებას, „დიასპორის ალიანსს საქართველოსთვის“, თბილისის N52 საჯარო სკოლას, ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და ყველა მონაწილეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება