სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, გახდნენ იმ სამკუთხედის გვერდი, რომლის გარეშეც ეფექტური განათლების მიღება შეუძლებელია“-მარინე ბერიანიძე, წალკის N1 სკოლის დირექტორი
10-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინე ბერიანიძის ​ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ უმცირეს არსებას შეუძლია, მთლიანად შეცვალოს სამყარო, ჩვენი დღის წესრიგი და რომ პრობლემების მოგვარება ერთად დგომით არის შესაძლებელი.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ აუცილებელია, ყველა მოზარდსა და პედაგოგს ჰქონდეს ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობა და უნარები.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც გამოწვევებით სავსე, გაურკვევლობის, სტრესისა და შიშის წელს, რომელმაც შეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და დაგვაფიქრა გამოსავლის ძიების გზებზე.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული და კოლეგებთან თანამშრომლობის ინიციატივები.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რატომ არ იყენებენ შესაძლებლობების მაქსიმუმს განვითარებისთვის, რაც მათი წარმატების წინაპირობაა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურად ჩაერთონ შვილების განათლების საქმეში და მოსწავლესა და მასწავლებელთან ერთად, გახდნენ იმ სამკუთხედის ერთი გვერდი, რომლის გარეშეც ეფექტური და ხარისხიანი სასკოლო განათლების მიღება შეუძლებელია.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორი გამოწვევები იქნება სამომავლოდ განათლების სისტემაში; როგორი იქნება მასწავლებლის როლი და როდის დადგება დრო, როცა მოსწავლისთვის სწავლის მოტივაცია იქნება არა განმსაზღვრელი შეფასება, არამედ ცოდნის მიღების სურვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება