სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხშირად ვფიქრობ, როგორ ვაქციოთ ახალი თაობისთვის ჩვენი საქმე მიმზიდველად“- ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა გიორგაძე
10-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ირმა გიორგაძის  ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ არსებობს საშიშროება, რაც გლობალურად უნდა ავიცილოთ.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- მოსმენა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც მძიმე გამოცდას კაცობრიობის ისტორიაში; როგორც გამოწვევას, რომელიც კაცობრიობას ახალ წესრიგს სთავაზობს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- კარგი განწყობა; სამუშაო დროის ხალისიანად დაწყება-დასრულება; ენერგიულობა და საქმის სიყვარული.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი ფსიქოლოგიური ალღო და თანადგომის უნარი

- მშობლებს ვურჩევდი...

- თვითონაც ხშირად იკითხონ სახლში და მაგალითი მისცენ შვილებს წიგნიერების, მედიაწიგნიერების, ზრდილობის, შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობის.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორ ვაქციოთ ჩვენი საქმე მიმზიდველად ახალი თაობისთვის; სწავლა-სწავლება გავხადოთ პრესტიჟული, სკოლის მართვა ეფექტური, სანდო და საიმედო.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება