TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლაში დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური პედაგოგები და მყუდრო, სასიამოვნო გარემო - ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პირველკლასელთა მიღებას აცხადებს
10-03-2021
-
+


ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს პირველკლასელთა მიღებას. მოსწავლეებს დახვდებათ:

  • მყუდრო, სასიამოვნო, დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის იზოლირებული გარემო;
  • ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით პანდემიასთან საბრძოლველად სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი;
  • განახლებული საკლასო ოთახები;
  • ბიბლიოთეკა;
  • ღია და დახურული სპორტული მოედნები;
  • კომპიუტერული ლაბორატორია თანამედროვე ტექნიკით;
  • სასადილო;
  • სამედიცინო ოთახი;
  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • უცხო ენების მრავალფეროვანი არჩევანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული);
  • ჭადრაკის სწავლება დაწყებით კლასებში;
  • სადამრიგებლო პროგრამები სხვადასხვა აქტივობებით;
  • ყველანაირი პირობა ინკლუზიური განათლების მისაღებად;
  • სკოლაში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული  და საბალეტო  სტუდიები, ასევე სხვადასხვა სპორტული სექციები
  • სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

I ეტაპი - რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ  სკოლის ადმინისტრაციას,რომელიც ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. 

რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მისამართი: ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.N5  ტელ: 577 724 700, 577 617ნ 417.   

საბუთების მირება  ყოველდღე, საბათ-კვირის გარდა,09:30  საათიდან 17: 00 საათამდე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება