სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხშირად ვფიქრობ, როგორ შევუქმნა მოსწავლეებს უკეთესი პირობები“ - ვერა ბენიძე, ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
09-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის  დირექტორის, ვერა ბენიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- პირველ რიგში დაგვანახა, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ერთმანეთზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ და თვალნათლივ დაგვანახა ჩვენ, სკოლას, მასწავლებლებს რამდენად მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია, ხელი შევუწყოთ კანონმორჩილი, პასუხისმგებლიანი და ტოლერანტი მოქალაქის აღზრდას. დავინახეთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სასკოლო საზოგადოებისთვის, რეალური, ცოცხალი ურთიერთობები, სწავლება საკლასო ოთახში. რამდენად მნიშვნელოვანნი ვართ ერთმანეთისთვის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- რომ უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი და საკუთარი შესაძლებლობები.  გვასწავლა ზრუნვა ერთმანეთზე, გვასწავლა, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია გვქონდეს კეთების სურვილი, არ დავიზაროთ შრომა და ყველაფერი მიღწევადია. მოგვცა სირთულეებთან გამკლავების კარგი გამოცდილება. ონლაინ ურთიერთობების გარეშე 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია. პანდემიის პირობებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, სწრაფი ტემპით მოხდა იმ უნარების განვითარება, რომელთა გარეშეც კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობა წარმოუდგენელია. 

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- რთული, მაგრამ საინტერესო.  საინტერესო  იმით, რომ არსებობდა ბევრი გამოწვევა, რომელიც უნდა დაგვეძლია. ვეძებდით გზებს, მიდგომებს, გამოსავალს მდგომარეობიდან. ძიების პროცესი კი ყოველთვის საინტერესოა.


- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- ზრუნვა საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე. ზრუნვა კოლეგაზე და რაც მთავარია ზრუნვა მოსწავლეზე. როცა ხედავ, როგორ ყალიბდება ახალგაზრდა კარგ მასწავლებლად, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს პროფესია,  როგორ თანამშრომლობს მოსწავლეებთან და როგორ შედის ჯანსაღ კონკურენციაში კოლეგებთან, დამიჯერეთ ამაზე სასიამოვნოდ სანახავი და გასახარი არაფერია. 

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- როცა მოსწავლე ამბობს, ,,მე ეს ვიცი მეტი არ მჭირდება“.  მე კი მგონია, რომ ,,ჩვენ ვიცით ის, რომ არაფერი არ ვიცით“.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- მეტი დრო დაუთმონ საკუთარ შვილებს, მოუსმინონ მათ და ხშირად ესაუბრონ.  გახდნენ შვილების მეგობრები, საუკეთესო მეგობრები. დაინტერესდნენ და მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. შეძლონ გაითავისონ, რომ ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით. წარმატებული მომავალი თაობა მათი ტკბილი სიბერე და ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალია.


- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- ჩემს მოსწავლეებზე, როგორ გავხადო მეტად სასურველი სასწავლო გარემო მათთვის, როგორ შევუქმნა  უკეთესი პირობები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად და 21-ე საუკუნის უნარების გასავითარებლად, რადგან მინდა მათ საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ და იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ სამყაროში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

საბავშვო ბაღებს დამატებითი უფლებამოსილება განესაზღვრათ - დეტალები

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება