სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვი სრულფასოვანი პიროვნებაა, რომელსაც გააჩნია საკუთარი იდეოლოგია“- ნინო დოხტურიშვილი, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი
09-03-2021
-
+


Etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შაინიძის სახელობის, დისველი საჯარო სკოლის პედაგოგს, ნინო დოხტურიშვილის წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, თითოეულ მოსწავლესა თუ კოლეგას ცხოვრება გაულამაზოს. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ქალბატონი ნინო კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ნებისმიერი სირთულე სათანადო  მოთმინებით უნდა დავძლიოთ,  ჩვენი აღსაზრდელების განათლების უზრუნველსაყოფად. პარალელურ რეჟიმში, უკეთ შევიცნოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც დაგვეხმარება ონლაინ საგაკვეთილო სისტემის სრულყოფილად წარმართვაში.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

 -სწავლების საძირკველზე აღმართული თითოეული საფეხური ერთგულად  ემსახურება აღზრდა -განვითარების ეტაპებს, სწორედ ეს  უკიდურესი იყო და არის აზროვნების ზენიტში, რომელსაც  შეუძლია დაძლიოს, გაამყაროს არსებული ან მიღებული ცოდნის შედეგები. ეს არის  ერთგვარი მამოძრავებელი ღერძი,  აღსაზრდელების მენტალიტეტისა და გონებრივად გამოხატული თავისებურებების უკეთ  გამოვლენისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020  წელს გამოვარჩევდი ინდივიდუალური მიდგომითა და სასწავლო ფორმირების ნოვატორული იდეოლოგიით, რომლის  ძალისხმევისა და  პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგად, განხორციელდა,  აქტიური  ფოკუსირება სასწავლო პროცესზე.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მახარებს კოლეგების ის ენერგია და შრომისუნარიანობა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეების მოტივაციაზე, კეთილგანწყობილ გარემოზე, რაც აღსაზრდელს უქმნის ხელსაყრელ  სასწავლო სივრცეს განათლების უკეთ დაუფლებისკენ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან მიკვირს ცნება, რომელიც, ჩემი დაკვირვებით, ინდივიდუალურია, თუმცა სტაბილურად ურყევი სასწავლო გარემოში - ჩემთვის საკვირველი ის მიდგომაა, რომელიც საკუთარი ძალისხმევის იგნორირებას იწვევს. უნარი, რომლითაც მათ შეუძლიათ, იყვნენ წარმატების ზენიტში, ზოგჯერ შეუცნობელია. ისინი სწორად ვერ აღიქვამენ საკუთარ ძალისხმევას, რასაც ფაქიზი და სწორი მიმართულება სჭირდება.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად აქტიურად  მიიღონ მონაწილეობა როგორც სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში, ასევე  აზროვნების მობილიზებაში. უნდა აღიქვან, რომ მათი შვილი სრულფასოვანი პიროვნებაა, რომელსაც გააჩნია საკუთარი იდეოლოგია. სწორედ ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით ხდება კომუნიკაცია და საერთო საკითხზე შეთანხმება.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ვფიქრობ იმ სასწავლო ხერხებსა და აქტივობებზე, რომლიც ხელს შეუწყობს განათლების უკეთ აღქმასა და ათვისებაში. გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში, მოსწავლეების უკეთ მობილიზებაში. ეს გახლავთ ერთგვარი ნიმუში  მოსწავლის აზროვნებისა, რომელიც ორიენტირებულია წარმატებული და განათლებული პიროვნების ჩამოყალიბებაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება