TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ზვარეს საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე - ანეტა ჯაბნიძე, რომელიც შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის
08-03-2021
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ნიჭიერ მოსწავლეს - მე-9 კლასელ ანეტა ჯაბნიძეს გვაცნობს. ანეტა კარგად ხატავს და საოცარ ნამუშევრებს ქმნის. მისი ნიჭით პედაგოგები აღფრთოვანებულები არიან. აღსანიშნავია, რომ ანეტამ ხატვა დამოუკიდებლად ისწავლა. მოსწავლის ნახატები გულგრილს არავის დატოვებს.

„ეს ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანეტა ჯაბნიძეა, რომლისთვისაც განტვირთვა ხატვაა,  ხატავს ყველგან და ყველაფერს:  პერსონაჟებს ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და დღევანდელობაზე... მოკლედ, ყველაფერზე, რასაც ხედავს და განიცდის.

ხატვა ბავშვობიდანვე აინტერესებდა, თუმცა სერიოზულად მუშაობა მეშვიდე-მერვე კლასში დაიწყო. მოტივაცია კი ხელოვნების მასწავლებელთან, მზია ხალვაშთან ერთად, ქართულის მასწავლებელმა ნანა შარაძემ და ბიბლიოთეკარმა თინათინ ქობულაძემ მისცეს. მადლობის სანაცვლოდ გადაწყვეტილი აქვს მათთვისაც შექმნას ღირებული და აჩუქოს.

არც ოჯახის წევრების გვერდში დგომასა და მხარდაჭერას ივიწყებს, რადგან საჭირო მასალით სწორედ ისინი ამარაგებენ. ხატავს დიდი ზომის თაბახის ფურცელზე, გუაშით და პასტელით... ბედნიერია, როცა მის ნამუშევრებს აფასებენ და ამბობს: „კიდევ კარგი პირბადე მიკეთია და ღიმილისაგან გადაჭიმულ სახეს ვერ ხედავენო“.

საყვარელი მხატვარი ნიკო ფიროსმანია, რომლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას ინტერნეტით გაეცნო.

სურვილი აქვს, სკოლის დამთავრების შემდეგ ხატვას გაჰყვეს, რადგან ხატვა მისთვის თავისუფლებაა და სიამოვნებას ანიჭებს იმ საქმის კეთება, რაც მისთვის ჰობია.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგი გამოდის ნამუშევარი, მთავარია, ყოველთვის პოულობს შთაგონებას და გარემოებას, რომელიც გაუცნობიერებლად „აიძულებს“ ხატვას. არასოდეს უვლია ხატვის კურსებზე, რადგან ხატვა მისი სულის განუყოფელი ნაწილია და მისი ემოციების გადმოცემის მარტივი გზაა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ მოსწავლის ნამუშევრები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები
პატარები დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ აქტივობაში
 

ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება