| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლისგან მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპაციის პერიოდზე. გარდა ამისა, გაიხსენეს გმირი იუნკერი მაკარ ბურჭულაძე და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
„ვინაიდან პანდემიის პირობებში აკრძალულია ღონისძიებების ჩატარება, ამიტომ ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე. გარდა ამისა, დისტანციის დაცვით, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და გურიის მხარის რწმუნებულთან, ბატონ გიორგი სახოკიასთან ერთად 25 თებერვალს პატივი მივაგეთ ჩვენი სოფლის გმირი იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის საფლავს, სადაც ჩვენი სოფლის სასულიერო პირმა - მამა გიორგიმ ჩაატარა გმირი იუნკერის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს გმირის საფლავი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლა მაკარ ბურჭულაძის სახელს ატარებს",-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა