ბუშეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს ნახატების გამოფენა მიუძღვნეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა.პატარებმა თავიანთი ნამუშევრები დედის დღეს მიუძღვნეს.
გამოფენისთვის ნახატების შექმნაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და ნამუშევრები მონდომებით შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები: