სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა
05-03-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში, მათემატიკის კონსულტანტ-მასწავლებლის, ნადიმ ხოზრევანიძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო ანთაძის ორგანიზებით, შემოქმედებითი საღამო ჩატარდა.

სკოლის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელშიც V-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მიზნად მოსწავლეებში შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარების განვითარებას ისახავდა.

„ღონისძიება დაიწყო ძალიან საინტერესო და თბილი აქტოვობით განწყობისა და მეგობრული გარემოს შესაქმნელად...

ღონისძიების დასაწყისი მიეძღვნა სამშობლოს და ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს სამშობლოს თემაზე შექმნილი ლექსები.

ბავშვებმა წარმოადგინეს მხატვრული კითხვის, თეატრალური, სიმღერისა და ცეკვის ნომრები, რამაც სკოლის ადმინისტრაციისა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

XI კლასის მოსწავლემ, ყველასთვის საყვარელმა და გამორჩეულმა მარიკა ვანაძემ ისაუბრა „თაობათა შორის განსხვავებებზე“ და მამათა და შვილთა შორის შეხედულებათა განსხვავებულობის მიზეზებზე. ბოლოს კი, საინტერესო შეკითხვა მოუმზადა დამსწრე საზოგადოებას... გამოვლინდა  გამარჯვებულიც - მიქელაძე რუსლანი -  XI კლასის მოსწავლე.

შემოქმედებითი საღამოს ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება