TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ოცი წლის გმირი ვარ და საუკუნე მიმაქვს მხრებით“ - ბარდნალის საჯარო სკოლაში მირზა გელოვანის დაბადების დღე აღნიშნეს
04-03-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის დაბადების დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.

სკოლის დირექტორის, მთვარისა ახვლედიანის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებს ქართული მხატვრული ფილმი - „მე დავბრუნდები“ უჩვენეს.

გარდა ამისა, მთვარისა ახვლედიანი მათ მირზა გელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.

„მე ოცი წლის გმირი ვარ და

საუკუნე მიმაქვს მხრებით!“

დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა!

ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ, 
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და 
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
 
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს, 
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს, ცამდე აწვდილს,
შავნაბადას გულდაჟანგულს.

ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს,
დილაობით შენ რომ იცვამ, 
დაცემულთა დაქცეულ სისხლს,
დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ.
 
ქარსა ვფიცავ, ხეს რომ არხევს, 
სანამ ნისლებს შემოახვევს, 
სააკაძის ხმალის ნატეხს 
უკვდავებით ნათილისმარს.

ნარიყალას წარსულ სახეს, 
აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ! 
ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს, 
ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს! 

თუ ოდესმე, როგორც ძველად, 
ამ ცას ვინმე შეგვეცილოს... 
წმინდა ვალის მოსახდელად
უყოყმანოდ შეგეწირო. 

მოვკვდე ისე ღიმილმჩენი, 
ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად, 
რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი 
დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ!..

 მ ი რ ზ ა  გ ე ლ ო ვ ა ნ ი 

„დღეს მოსწავლეებს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ვესაუბრე, მერე კი ყველას მასწავლებლებთან ერთად, ვუჩვენე ქართული მხატვრული ფილმი - „მე დავბრუნდები“, რომელშიც კარგადაა გადმოცემული „მარადჭაბუკ“ პოეტთა ცხოვრების ეპიზოდებიც, ლადოსა და მირზას მეგობრობაც და ომის საშინელებაც.

„არ არის ტყვის, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არა კვდებოდა!" - წერდა ფრონტზე მყოფი პოეტი, მაგრამ 1944 წელს, ომის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, იგი მტრის ყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა. საყვარელ ოჯახსა და ახლობლებს წინასწარ სთხოვა, ეპატიებინათ „სიტყვის გატეხა“, - აცხადებს მთვარისა ახვლედიანი.

„მე გპირდებოდით, რომ დვბრუნდები, 
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, 
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ“.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება