სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როცა სწავლა პრიორიტეტია, იქ გამარჯვებაც გარდაუვალია“ - ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაწერელია
03-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაწერელია პასუხობს:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- რომ ადამიანი ადამიანისთვის მზე და მთელი სამყაროა. ასე მძაფრად არასდროს მიგვრძვნია ურთიერთობების დეფიციტი. პანდემიამ სხვა რაკურსით დაგვანახა ერთმანეთი. უფრო დაგვაახლოვა, მიუხედავად დისტანცირებული ყოფისა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- უფრო ნათლად გვაგრძნობინა საკლასო ოთახის სასიცოცხლო ენერგეტიკა...ისიც დაამტკიცა, რომ სწავლების პროცესში ყველა გამოწვევის დაძლევა არის შესაძლებელი.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- 2020 წელი იყო ქაოსური, სტრესული, თუმცა მაინც საინტერესო...ბევრი რამ გადაფასდა, დაფასდა...ამ წელს ადრენალინიც ბევრი იყო და იმედგაცრუებაც...! თუმცა საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოწვევებს  ღირსეულად გაუმკლავდით!

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- საქმისადმი სიყვარული, ენთუზიაზმი, ქარიზმა...როცა მასწავლებლობა სულშია, ყველა ნაბიჯი სწორია და გამართლებული.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- ბოლო დროის სირთულეებმა დამანახა, რომ მოსწავლეებს სკოლა იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ისინი ვირტუალურ გაკვეთილებზე სათანადო სიმაღლეზე დადგნენ და მივხვდი, რომ როცა სწავლა პრიორიტეტია,  იქ გამარჯვებაც გარდაუვალია.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- უფრო სისტემატური კომუნიკაცია ჰქონდეთ სკოლასთან. მათი ჩართულობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს, რადგან  მშობელი სკოლის მესამე მთავარი რგოლია.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- ჩემს სკოლაზე, პედაგოგებზე, მოსწავლეებზე, მათ საჭიროებებზე. მიმაჩნია, რომ დირექტორობა ვალდებულებების თაიგულია. ვცდილობ, საჭირო დროს საჭირო ლოკაციაზე საჭირო სიტყვა ვთქვა და ის საქმე ვაკეთო, რაც იმ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური და დროულია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება