სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რუსეთი ოკუპანტია“ - მუხურის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით პროექტი განხორციელდა
03-03-2021
-
+


„რუსეთი ოკუპანტია“ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში, მე-11 კლასის ინიციატივით, პროექტი განხორციელდა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავს მიეძღვნა. პროექტის ორგანიზატორი იყო ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კორტი.

„1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ კორტმა, საბა ჩაფიძემ, ელო ბოჭორიშვილმა, მარიამ ბეითრიშვილმა და ელენე ბოჭორიშვილმა წარადგინეს პრეზენტაციები, დეტალურად ისაუბრეს თემის ირგვლივ, უფრო ახლოს გაგვაცნეს ის ეპოქა, რეჟიმი და რაღა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული გმირები. ბოლოს კი წაიკითხეს შემდეგი ლექსები: „მაშ გამარჯვება“, „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ „თუ ვინმე ფიქრობს“ კოტე მაყაშვილის „მაროს“ და სხვა.

პროექტს ორგანიზებას უწევდა, ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ნინო კორტი.

წარმოდგენას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.

პროექტის მიზანი იყო, ბავშვებს გაეცნოთ დამსწრე საზოგადოებისთვის, თუ რა იყო რუსეთის რეჟიმი, რა დაგვიშავა რუსეთმა, რა უბედურება დაატრიალეს საქართველოში, როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის ყველაფერი წაერთმიათ. ჩვენი ეროვნული გმირები გაგვახსენეს, რომლებიც ჩვენთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ, იბრძოდნენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.

ძალიან დიდი მადლობა მონაწილეებს, განსაკუთრებით ნინო მასწავლებელს, რომელმაც ბევრი იშრომა და დაეხმარა ბავშვებს პროექტის განხორციელებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება