სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
02-03-2021
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი - რუსების მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს. ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სკოლაში შეხვედრა მოეწყო. ღონისძიების შესახებ სკოლის წარმომადგენელი გვიამბობს.

„ისტორიის პედაგოგმა ბელა კუჭუხიძემ მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია 25 თებერვალთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა თანამშრომლობით მოიძიეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები ამ თარიღთან დაკავშირებით და book creator-ში ქრონოლოგიურად წარმოადგინეს  ისტორიული მოვლენები, როცა საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, 1918 წლის 26 მაისი, მან იარსება 3 წელი, 1921 წლის 25  თებერვლამდე.  ეს არის თარიღი, როცა რუსების მიერ მოხდა საქართველოს ოკუპაცია.

პრეზენტაციის დროს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც სპეციალურად ოკუპაციის ასი წლისთავისთვის მომზადდა, სადაც წარმოდგენილია 1921 წლის 18-24 თებერვლის მიმდინარე ძირითადი ბრძოლები, მხარეთა რესურსები, მოქმედებები დეტალურად არის გაანალიზებული, რომლის გიდი და ავტორი არის სამხედრო ისტორიკოსი: დიმიტრი სილაქაძე. ვიდეო კოლაჟის ფონზე მოვისმინეთ კოლაუ ნადირაძეს ლექსი „25 თებერვალი“.

„თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.

ვისაუბრეთ იუნკერების თავგანწირვაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის;

წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ მამულიშვილებს;

მოვისმინეთ სიმღერა გოგი დოლიძის  შესრულებით  „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“;

აღვნიშნეთ რომ  70 წლის  შემდგომ  1991 წლის 31 მარტს საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ აღიდგინა;

დასასრულს მოსწავლეებმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება