სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ ახალი უნარები შეგვძინა“ - გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტატიანა კარევა
02-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტატიანა კარევა პასუხობს

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რომ, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ჩვეული ცხოვრების წესი და რეალური საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ჩვენთაგანი. პანდემიამ დაგვანახა: რამდენად აუცილებელია კანონმორჩილება და ორგანიზებულობა. პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის გამო.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ  დაგვანახა რამდენად საჭიროა კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობა, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან. გვასწავლა ახალი უნარები: დისტანციური გაკვეთილების ჩატარება, დისტანციური შეხვედრა მშობლებთან, დისტანციური პედსაბჭოები და ტრენინგები....

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი იყო არამარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსათვის დიდი გამოწვევის წელი იყო. წელი რომელმაც შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, გამოიწვია ეკონომიური  პრობლემები.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როდესაც პასუხისმგებლობით და გაგებით ეკიდებიან ნებისმიერ გამოწვევას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მიკვირს და მახარებს რომ ბავშვები არ მოიცვა საერთო პანიკამ და უფროსებისაგან განსხვავებით ადვილად შეეგუვნენ პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. მოიპოვონ ინფორმაცია არსებული რეგულაციებისა და წესების შესახებ, ითანამშრომლონ სკოლასთან მჭიდროდ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ მალე დამთავრდეს პანდემია და ჩადგეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში. პანდემიამ არ შეუშალოს ხელი სკოლის აქტიურ ცხოვრებას. ღონისძიებების მოწყობასა და მასში მონაწილეობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება