სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ახალ თაობას ახალი სტიმული სჭირდება“ - თენგიზ შავაძე, ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი
02-03-2021
-
+


Etaloni.ge  ასპინძის მუნიციპალიტეტის, ივერიის საჯარო სკოლის დირექტორს, თენგიზ შავაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ბატონი თენგიზი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- თუ რამდენად უძლურნი ვართ მასობრივი კატასტროფების წინაშე და რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ,  მხარში დავუდგეთ ერთმანეთს იმისთვის, დავძლიოთ პრობლემები.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- რომ უნდა ვიყოთ მზად ცვლილებებისთვის და მოვერგოთ ახალ რეალობას.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ღირებულებების გადახედვის გადაფასების.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ახალი იდეების მიღება და მოტივაცია, მიუხედავად პირობების მზაობა და სიახლეების მიმღებლობა. ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოდუნება და უმოქმედობა, დროის ფუჭად ფლანგვა. შესაძლებლობების უგულებელყოფა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მოუსმინონ თავიანთ შვილებს და დაეხმარონ პრობლემების გადაჭრაში; აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- უნდა ვიყოთ ინოვატორები და გამომგონებლები, რადგან ყველაფერი ხუნდება და ძველდება და ახალ თაობას ახალი სტიმული სჭირდება, ვიყოთ მზად ახალი გამოწვევების საპასუხოდ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება