| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა და 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სწორედ დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის, ბოჭორმის საჯარო სკოლაში ღონისძიება იგეგმება, რომელიც 5 მარტს ჩატარდება. ბოჭორმის სკოლელებმა ღონისძიებას სახელიც შეურჩიეს - „გაზაფხული ჩვენი დედიკოებისთვის“, სადაც გაერთიანდება, როგორც დედის, ისე ქალთა დღე.
ღონისძიებისთვის ბავშვებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს. მესამეკლასელმა ლაშა საბანაშვილმა და მეოთხეკლასელმა თემურ ოდიკაძემ გულმოდგინებითა და რუდუნებით შექმნეს ბარათები, რომლებსაც ღონისძიებაზე საყვარელ დედიკოებს აჩუქებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა