სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში“ - ბოლნისის N2 სკოლის დირექტორი მანანა ადამია
02-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ბოლნისის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა ადამიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ მსოფლიოს მოსახლეობა დადგა ვერაგი დაავადების წინაშე. პანდემიამ შეცვალა როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლებისა და მოსწავლეების ყოველდღიური რეალობა. პანდემიამ გვასწავლა ახალ გამოწვევებთან გამკლავება და პრობლემების გადაჭრის გზები.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ახალ რეალობასთან შეგუება; გამოგვიმუშავა როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს ახალი უნარ-ჩვევები; გვასწავლა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების, სასწავლო პლატფორმების გამოყენება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც რთულ და გამოწვევებით სავსე წელს. მთავარი გამოწვევა იყო ონლაინ სწავლება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, მოსწავლეებისა და მასწავლებლების წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე. მიუხედავად სირთულეებისა, მასწავლებლები ეძებდნენ და იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებას, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილიყო სასწავლო პროცესის მიღმა. დისტანციური სწავლების პროცესში გამოიკვეთა დადებითი მხარე - სკოლა, მოსწავლე და მშობელი აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როდესაც ენთუზიაზმით ატარებს გაკვეთილებს; ინდივიდუალურად უდგება ყველა მოსწავლეს და გულთან მიაქვს მოსწავლეების პრობლემები; კრიტიკულად უდგება საკუთარ თავს; ზრუნავს თავისი პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაზე; არის კომუნიკაბელური და კეთილგანწყობილი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როდესაც მოწესრიგებული მოდის სკოლაში და სიყვარულით სავსე თვალებით შესცქერის თავის მასწავლებლებს; აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

​- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება პანდემია და დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს; ვიცხოვრებთ უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება