| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორი - ჟუჟუნა ლობჯანიძე პასუხობს.
-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- კოვიდ-პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ფაქტობრივად გამოკვეთა როგორც ცალკეული ერთი მოქალაქის პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, ისე მთელი საზოგადოების ერთიანობის გარდაუვალი აუცილებლობა. სკოლა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ადვილად დაექვემდებარა პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას. ყოველივე აქედან გამომდინარე სამოქმედო გეგმის მიზნებს დაემატა კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნები, რომლის განხორციელების აუცილებლობამ განაპირობა სასკოლო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, თუ სანიტ-ჰიგიენური პირობების მაქსიმალურად დაცვის აუცილებლობა.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- მოულოდნელმა ონლაინ სწავლებამ, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის თვალსაზრისით, სამზეოზე გამოიტანა ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. მოგვცა შანსი ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებისა. მე ვიტყოდი, ამ სწავლებამ ფაქტობრივად სასწავლო პროცესი მეტნაკლებად გადაარჩინა, მაგრამ პირისპირ სწავლებას, სასწავლო სივრცეში ალტერნატივა არ აქვს.
- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- მოულოდნელმა შიშმა და გაურკვევლობამ, მიუხედავად ადამიანის ფსიქიკაზე დიდი წნეხისა, დაგვანახა, რომ სამყაროში მარტო არ ვართ. ჩვენ გუნდში გამოიკვეთა ამაღლებული მომენტებიც, რამაც დაგვარწმუნა, რომ ერთიანობით და თანადგომით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა, უფრო იოლადაა შესაძლებელი.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- მახარებს ჩემი გუნდის პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა, რაც გამოიხატება ახალ-ახალი აქტივობებისა და ინოვაციების დანერგვაში.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი აღქმის უნარი. არ შემრცხვება თუ განვაცხადებ, რომ ზოგჯერ მოსწავლეებისგან ვსწავლობთ. საიდანაც შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ყოველი ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება.
- მშობლებს ვურჩევდი. . .
- გაითავისონ, რომ ისინი სასკოლო საზოგადოების წევრები არიან და უფრო მეტი კავშირი იქონიონ სკოლასთან. გაისიგრძეგანონ, რომ მათი უპირველესი ვალი შვილის განათლებაზე ზრუნვაა. ამ კონკრეტულ ვითარებაში კი მაქსიმალურად მიაჩვიონ შვილები სანიტ-ჰიგიენური პირობების დაცვას.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- მინდა ყოველი დღე სკოლაში იყოს სიყვარულით და პოზიტივით სავსე და სწავლება მიმდინარეობდეს ძიებით, კვლევით,რადგან გუნდს საამისო პოტენციალი ნამდვილად აქვს. პატიოსნება, ერთგულება, ზრდილობა და სიკეთე დავაფასოთ ერთმანეთში და ამ მიმართულებით აღვზარდოთ მომავალი თაობა.
რას ვიზამთ ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, ამიტომ დაუოკებელი ჟინითა და ბრძოლის დიდი უნარით გავუმკლავდეთ ყოველგვარ გამოწვევას. გარწმუნებთ ყველაფერი კარგად იქნება.
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში
დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება
მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - დეტალები
ცნობილია საჯარო სკოლების სია, რომლებისთვისაც ახალ დაფებს იყიდიან - 3 300 სასკოლო დაფისთვის მილიონ 250 ათას ლარამდე დაიხარჯება
„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, დიდი მონდომებითა და ერთმანეთის დახმარებით შექმნეს ნამუშევრები
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი