სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებმა ალღო აუღეს ახალ გამოწვევებს“ - სერგიეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გეგეჭკორი
01-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ნატო გეგეჭკორის​ ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:  

​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა მართლაც მნიშვნელოვანი ამოცანაა განათლების მუშაკებისთვის. პრობლემა ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მოვაგვაროთ. მიუხედავად სირთულისა, რისკისა, ცხოვრების რიტმი არ უნდა დაირღვეს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- „თიმსის“ პროგრამით მოსწავლეებისა და კლასის მართვა დისტანციურად. საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელის გამოყენება აქტიურად სასწავლო პროცესში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც პასიური, ემოციური და გამოწვევების წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ ალღო აუღეს ახალ გამოწვევებს და სირთულის მიუხედავად, აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის, რომ მიუხედავად ასაკისა, მარტივად ისწავლეს კორონავირუსთან თანაცხოვრება.

- მშობლებს ვურჩევდი...

- გაითვალისწინონ, დღევანდელი ვითარება; არ მოადუნონ ყურადღება და არ გაიყვანონ შვილები ხალხმრავალ ადგილებში; რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ამ ეტაპზე ჩემი მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, რაც აუცილებელია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება