სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, მეტად ჩაერთონ საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებაში“ - მერაბ დარჯანია, თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი
01-03-2021
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია etaloni.ge - სთან ბლიც ინტერვიუში კოვიდ პანდემიაზე, ონლაინ სწავლებაზე საუბრობს და აღნიშნავს 2020 წელი გლობალური გამოწვევების პერიოდი იყო.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რომ აუცილებელია ცხოვრებისეულ ყოველგვარ გამოწვევას შევხვდეთ ღირსეულად, გაგებით მოვეკიდოთ სიახლეებს და დავნერგოთ ჩვენს ყოველდღიურობაში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა... 

- რომ ტოტალური გამოწვევის პირობებში არაფორმალური სასწავლო გარემოს შექმნა და შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმართვა პრიორიტეტულია. მრავალი სიახლე, რაც ტექნოლოგიებს, სასაწავლო პლატფორმებს უკავშირდება, დავნერგეთ ჩვენს პრაქტიკაში.

- 2020 წელს დავახასიათებდი... 

- როგორც გლობალური გამოწვევების წელს. უნდა აღინიშნოს, სიახლეების დანერგვამ ერთი მხრივ, საინტერესოც გახადა სასწავლო პროცესი. ცხადია, პრობლემური წელი იყო, მაგრამ გაჩნდა ალტერნატიული გზები, რომლებიც გვეხმარება წინააღმდეგობების დაძლევაში.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია... 

- რომ თითქმის არასდროს ქმნიან ხელოვნურად პრობლემებს და ყოველ ახალ გამოწვევას ინტერესით ხვდებიან, ცდილობენ პროფესიულ ზრდას, გააჩინა პასუხისმგებლობის ძლიერი განცდა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს... 

- მათი პირდაპირობა და ინტერესი ციფრული ტექნოლოგიებისადმი, მიუხედავად ასაკისა.

- მშობლებს ვურჩევდი... 

- რომ მეტი ჩართულობა ჰქონდეთ საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებაში; ხშირი კომუნიკაცია მასწავლებლებთან. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ... 

- როგორც სკოლის დირექტორი და როგორც რიგითი მასწავლებელი, შევუქმნა ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ხელსაყრელი, ადეკვატური სასწავლო გარემო და მხარში ამოვუდგე მათ ყოველი ახალი გამოწვევის დასაძლევად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება