სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებისგან მახარებს, რომ ამ რთულ პირობებშიც ახერხებენ მოსწავლეების ცოდნით უზრუნველყოფას“- ნინო ჯოჯუა, გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი
01-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო ჯოჯუას​ ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჯანმრთელობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- თუ როგორ უნდა მივიტანოთ ცოდნა თითოეულ მოსწავლემდე.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც რთული, პანდემიასთან ბრძოლის წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ამ რთულ პირობებში მაინც ახერხებენ მოსწავლეების ცოდნით უზრუნველყოფას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის, რომ პანდემიის შიშით არიან შეპყრობილი და თითქოს გაურბიან სკოლაში მოსვლას.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი ყურადღება მიაქციონ თავიანთ შვილებს სწავლის პერიოდში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი და სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მოდიოდნენ სიხარულით და ხალისიანი შემართებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება