სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებისგან მახარებს პროფესიული შემართება“- მოგელი ახალაია, დოშაყეს საჯარო სკოლის დირექტორი
26-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ; რას ურჩევდა მშობლებს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლის დირექტორის, მოგელი ახალაიას ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- როგორ შეიძლება სამყაროში, მოკლე დროში შეიცვალოს ყველაფერი და მიუხედავად ამისა, ადამიანებმა იპოვონ გამოსავალი, ცვლილებებთან გამოწვეული სირთულეების გამკლავებაში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ტექნოლოგიური რესურსების ფლობა და სათანადოდ გამოყენება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი რთული და ახალი გამოწვევების წელი იყო, მაგრამ პოზიტიურიც ჩვენი სკოლისთვის - დაიწყო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- საქმისადმის პასუხისმგებლობით მოკიდება; პროფესიული შემართება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მრავალწლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს, რთულია რამით გაოცება. მართალი გითხრათ, ვცდილობ კი არ გამიკვირდეს, უფრო გავუგო მათ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას; იცოდნენ მათი ინტერესები და მისწრაფებები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მე, როგორც სკოლის დირექტორი, ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რომ სკოლაში გვქონდეს უსაფრთხო, შემოქმედებითი, განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და სამუშაო გარემო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება