სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლები ახერხებენ მაქსიმუმის გაკეთებას მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად“ - ნელი დუდუქჩიანი, დამალის საჯარო სკოლის დირექტორი
26-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ; რას ურჩევდა მშობლებს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის დირექტორის ნელი დუდუქჩიანის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ საგანგებო სიტუაციებში უნდა ვიყოთ მობილიზებულები, კანონმორჩილები და შევასრულოთ ყველა ის რეგულაცია, რასაც გვთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ საჭიროა გუნდურობა, ერთმანეთის აზრის პატივისცემა და დროის მაქსიმალურად სწორად განაწილება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- წელი, რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ქვეყანაში შექმნილ  კოვიდ-პანდემიის გამო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- თანამშრომლობა, გუნდურობა და მიუხედავად არსებული სიტუაციებისა, მაინც რომ ახერხებენ მაქსიმუმის გაკეთებას მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- განვითარებულ, შესაძლებლობებით სავსე ტექნოლოგიების საუკუნეში არ აქვთ ინტერესი და მოტივაცია.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საკუთარი შვილების სასწავლო პროცესსა და მათ უსაფრთხოებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- პანდემიიდან გამომდინარე, ადამიანური ღირებულებებიდან, ჩვენი ცხოვრებისეული თუ პროფესიული წინსვლისთვის ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება