სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვისურვებდი, მშობლები მეტად იყვნენ ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში“ - რევაზ ძირკვაძე, დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


ამჯერად Etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის, დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორს, რევაზ ძირკვაძეს  წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს დიოკნისის  საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ბატონი რევაზი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-19 ვირუსი, რომელზეც რამდენიმე თვის წინ არაფერი ვიცოდით, უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა გლობალური ჯანდაცვის სფეროსთვის.მაგრამ აღსანიშნავია ,რომ ჩვენს ქვეყანაში დროულად მოხდა ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება და ასევე სასწავლო დაწესებულებების დროულად გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე.რამაც აჩვენა რომ ეს გადაწყვეტილებები დროული იყო და შედეგობრივიც აღმოჩნდა.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- რომ, ყველაზე შემფასებელი თვითონ შედეგია. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ჩვენი მომავალი თაობისთვის „ახალი ხილი“ იყო, რამაც დისტანციური სწავლების დასაწყისში ბევრი პრობლემა გააჩინა.მით უმეტეს მთის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის... ცუდი ამინდების გამო უშუქობა, ინტერნეტის დაბალი სიჩქარე და ა.შ. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, როცა ხდება მსოფლიოში გლობალური გარემოებები, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლისას ყველა მოსწავლეს ერთნაირი სწავლების მაქსიმალური პირობები უნდა შევუქმნათ.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მთელი მსოფლიო მოსახლეობისთვის ეკონომიკურად ნგრევის წელია.სწავლების მხრივ დისტანციურმა სწავლებამ მეტწილად შეუწყო ხელი მოსწავლეებს ესგ-ს დაძლევაში.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა გაბრწყინებული სახით დილით მოდის სკოლაში, ატარებს თანამედროვე ესგ-დან გამომდინარე 5 ან მეტ გაკვეთილს, დასვენების პერიოდში უზიარებენ გამოცდილებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ თბილი დამშვიდობებით აცილებენ მოსწავლეებსა და კოლეგებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ზრუნავს მშობელი, ქვეყანა, განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და ყველა ის რგოლი რომელიც დაკავშირებულია სწავლა ამღზრდელობით საკითხებთან მათი კეთილდღეობისათვის, მაგრამ ზოგჯერ სამწუხაროდ ვხდებით არაადეკვატურ, მიუღებელ პასუხებსა თუ ქმედებებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურად იყვენ ჩაბმულნი სკოლის ცხოვრებაში, ყოველთვის  შვილების მიმართ კეთილგანწყობილნი და მათი იდეების მაქსიმალურად მხარდამჭერი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მშვიდობა იყოს, ნუ მოხდება ისეთი გლობალური ძვრები, რაც კაცობრიობას ჩიხში შეიყვანს. ასევე აღგვეზარდოს ჯანმრთელი, წარმატებული თაობა, რომელიც მედგრად დახვდებიან მსოფლიო გლობალურ გამოწვევებს და მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას, რომელიც ციფრულ საუკუნეში მაქსიმალურად არის შესაძლებელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება