სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებმა უპრობლემოდ შეძლეს სწავლების სრულიად ახალ მოდელზე გადასვლა“- ნინო აფრასიძე, ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


ამჯერად Etaloni.ge ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჟახუნდერის  საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო აფრასიძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს ჟახუნდერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ქალბატონი ნინო კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ მოულოდნელი პრობლემა ყოველ წუთს შეიძლება შეიქმნას. თანამედროვე სკოლა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემიამ დაგვანახა, რაოდენ აუცილებელია  ერთმანეთთან ცოცხალი კომუნიკაცია, პანდემიამ ცხოვრება სხვა კუთხით დაგვანახა, გვაჩვენა, რომ მზად უნდა ვიყოთ სირთულეების დასაძლევად.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება სასწავლო პროცესში. სირთულეების მიუხედავად, მასწავლებლებმა შეძლეს სრულიად ახალ მოდელზე გადასვლა. ონლაინ-სწავლებამ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- გამოწვევების წლად, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისთვის, მაგრამ ღირსეულად დავძლიეთ ტექნოლოგიების დახმარებით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- პროფესიული ზრდა, მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლის თანამედროვე მიდგომებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ამ გამოწვევას შეხვდნენ დიდი ინტერესით და შეძლეს, ონლაინ-სწავლება მაღალი შეფასებით  და იმავდროულად, წარმატებით ჩაერთნენ სხვადასხვა ტურებში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო გამონახონ შვილებთან ურთიერთობისთვის, იზრუნონ მათი აკადემიური მოსწრების ზრდაზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ჩვენი სკოლის თითოეულმა მოსწავლემ იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ასახელოს სკოლა და სამშობლო თავისი წარმატებებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება