სიახლეები
სიახლეები

შეგიძლიათ თუ არა ესეში პირადი ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენება? - როდის აუქმებს „ნაეკი“ აბიტურიენტის ნაშრომს
18-02-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებთან შეხვედრას და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემას განაგრძობს.

შეუძლიათ თუ არა აპლიკანტებს ესეში პირადი ცხოვრებისეული მაგალითებისა და გამოცდილების გამოყენება, შეიცვლება თუ არა ისტორიის ზღვარი, რა შემთხვევაში უნულდება აბიტურიენტს ნაშრომი და რისი შეტანის უფლება აქვს გამოცდაზე - ნახეთ, რა პასუხებობს „ნაეკი“ აბიტურიენტებს.

- ქართულში ესეს თეზისს ნაწილობრივ რომ დავეთანხმოთ, შესაძლებელია ამის გამო ქულა დაგვაკლდეს?  

- როგორც წესი, აბიტურიენტებს განსახილველად ვთავაზობთ ისეთ საკითხებს, რომელთა შესახებაც საზოგადოებაში შეიძლება განსხვავებული აზრი არსებობდეს. მათი ცალსახად შეფასება ზოგჯერ შეუძლებელიცაა. ნაწილობრივ დათანხმება გულისხმობს, რომ ამ პრობლემას თქვენ არაეთგვაროვნად აფასებთ. თუ იმასაც შეძლებთ, რომ თქვენი დამოკიდებულება საინტერესოდ დაგვისაბუთოთ, ვფიქრობ, კარგი ესე გამოგივათ.

- ქართულის ტესტის რედაქტირებაში რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა და რამდენ ქულიანია ეს დავალება? 

- ამ დავალების მაქსიმალური შეფასებაა 16 ქულა. აბიტურიენტმა ყველა შეცდომა და ხარვეზი იპოვოს და გაასწოროს. ამ შემთხვევაში მიიღებს მაქსიმალურ - 16 ქულას, ყოველ ცალკეულ შეცდომაში კი დააკლდება თითო ქულა. 

- ქართულის ესეში პირადი ცხოვრებიდან მაგალითების მოყვანა თუ შეგვიძლია ისე, რომ საკუთარი სახელი და გვარი არ ვახსენოთ? 

- რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ თქვენი პირადი გამოცდილება უშუალოდ უკავშირდება განსახილველ საკითხს და იძლევა განზოგადების საშუალებას. 

- სკოლაში არ ვსწავლობთ მხატვრული ტექსტის ანალიზს და როგორ შეიძლება ვიმეცადინოთ? 

- მხატვრული ტექსტების ანალიზი დიდი ხანია ისწავლება ჩვენს სკოლებში. თქვენ მას „თემის“ ან „თხზულების“ სახელით იცნობთ. გამოცდაზე მოგეთხოვებათ, იმსჯელოთ რომელიმე მხატვრული ნაწარმოების, ან მისი ნაწყვეტის შესახებ გარკვეული მითითებების მიხედვით.

- მათემატიკის ამოხსნებში პირობის ჩაწერა თუ არის საჭირო?

- პირობის ჩაწერა საჭირო არ არის, მუშაობა ამოხსნით უნდა დაიწყოთ.

- მათემატიკის ღია კითხვებში ამოხსნა თუ სწორადაა დაწყებული და ბოლოს შეცდომას უშვებს აბიტურიენტი, კითხვა ნულდება, თუ სწორ მონაკვეთში რაიმე ქულა იწერება?

- თითოეული წერითი დავალებისათვის იწერება შეფასების სქემა, რომელიც განსაზღვრავს ამოცანის ამოხსნის ესა თუ ის ეტაპი რამდენი ქულით ფასდება. მაგალითად, თუ ამოცანა არის 3 ქულიანი, მაშინ კონკრეტული აბიტურიენტის ნაშრომი შეიძლება შეფასდეს, როგორც 0, ასევე 1, 2 ან 3 ქულით, შეფასების სქემისა და აბიტურიენტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

- ზოგად უნარებში პირველ რიგში ვერბალურ ნაწილზე ვმუშაობთ თუ მათემატიკურზე?

- ტესტი იწყება ვერბალური ნაწილით და სამუშაოდ გამოყოფილი გაქვთ 1 საათი და 35 წუთი. ზუტად ამდენივე დროა გამოყოფილი მათემატიკური ნაწილის ტესტური დავალებების გასაკეთებლადაც.

- შეიცვალა თუ არა ისტორიაში ზღვარი და რომელიმე დავალება თუ არის ტესტიდან ამოღებული?

- 2021 წელს ისტორიის ტესტს ცვლილებები არ შეხებია და არც პროგრამა შეცვლილა. მინიმალური კომპეტენციის გადასალახად აბიტურიენტმა წელსაც 25%-იანი ბარიერი უნდა დაძლიოს.

- ისტორიული ფაქტის/მოვლენის მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტის მოყვანისას თუ პასუხი საკითხთან ადეკვატურია, რამდენადაა დაცული სუბიექტური ხარისხი?

- ისტორიული პრობლემის ანალიზის დროს ლოგიკური არგუმენტები, რომლებიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, დადებითად შეფასდება.

- ისტორიის ტესტის ილუსტრაციები ძირითადად წიგნიდან არის შესული?

- ტესტში წარმოდგენილი ილუსტრაციები სახელმძღვანელოებში შესაძლოა არ იყოს მოცემული, მაგრამ მათზე ასახული ისტორიული მოვლენები და პიროვნებები სახელმძღვანელოებში აუცილებლად იქნება.

- უცხოური ენის ესეში ცოტა ჩვენი ინტერპრეტაციით თუ დავწერთ, ქულა დაგვაკლდება? საერთოდ საჭიროა თუ არა ციტატის მოყვანა?

- ციტატის მოყვანა არ არის აუცილებელი. თუ საკუთარი ინტერპრეტაციით ციტატას მაინც დაწერთ, ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ეს ციტატა თემასთან პირდაპირ კავშირში უნდა იყოს და არა ზოგადი და განყენებული.

- ინგლისურის ესეში თუ უცნობ სახელსა და გვარს ჩავწერთ, მინიშნებად ჩაგვეთვლება?

- ესეში არანაირი სახელის და გვარის ჩაწერა არ შეიძლება. ჩვენ ხომ არ ვიცით თქვენი რეალური სახელი და გვარი. ეს გასწორებისას არ ჩანს. ასე რომ, ნებისმიერი სახელი და გვარი, თუ ეს არ არის ცნობილი ადამიანი, ვინც მიზნობრივად არის მითითებული, ითვლება შეცდომად და ნაწერი შეფასდება ნული ქულით.

- ქიმიაში რა შემთხვევაში არ გასწორდება ნამუშევარი?

- ზოგადად ნაშრომი იმ შემთხვევაში არ სწორდება, თუ პასუხების ფურცელზე მინიშნებულია სახელი, გვარი ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი რაიმე სხვა ინფორმაცია. ეს წესი მხოლოდ ქიმიის გამოცდაზე არ მოქმედებს და ყველა გამოცდას ეხება. თუ გულისხმობთ ცალკეული დავალებების შეფასებას - ზოგიერთ დავალებაში მინიშნებულია, რომ აუცილებელია ამოხსნის გზის ჩვენება. ამ შემთხვევაში, თუ პასუხების ფურცელზე მხოლოდ პასუხი წერია (თუნდაც სწორი იყოს) და ამოხსნის გზა არ არის ნაჩვენები, დავალება 0 ქულით შეფასდება.

- საბოლოოდ როდის შეგვიძლია უმაღლესი სასწავლებლის შეცვლა ან დამატება?

- საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, წაშლისა და დამატების საშუალება რამდენიმე თვის განმავლობაში გექნებათ, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება.

- გამოცდაზე რისი შეტანა არ შეუძლია აბიტურიენტს? 

- აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლის (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის, გელიანი კალმისა (0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით).


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

გამოცდაზე მაინც დაგიშვებენ, თუ პირადობა დაგრჩათ... - განახლებული ინფორმაცია NAEC-ისგან

განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან

„რაც მთავარია, ბაღები არის უფასო“ - კალაძე თბილისის ბაღებზე

რა ეტაპების გავლა უწევთ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრის შესასვლელიდან კუთვნილ სექტორში მისვლამდე

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

“სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს„

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება