სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამი დიდი ქალაქის სკოლები გაიხსნა - სწავლა საკლასო ოთახებში მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდა
15-02-2021
-
+


დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. აღნიშნული ქალაქების სკოლებს მასწავლებლები და მოსწავლეები ყველაზე ბოლო ეტაპზე დაუბრუნდნენ. აქამდე სწავლა სკოლის შენობებში ეტაპობრივად განახლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლებში სწავლა დასწრებითი ფორმატში უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით წარიმართება.

სკოლებს საკლასო ოთახებში დაბრუნება განახლებული რეკომენდაციებით უწევთ, განათლების სამინისტრომ მცირედით სახეცვლილი შეზღუდვები სკოლებს გადაუგზავნა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების ვალდებულებაა - მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს პირბადე გაკვეთილების მიმდინარეობისასაც უნდა ეკეთოთ

აქვე გაცნობებთ, რომ ამჟამად, სკოლის ან ცალკეული კლასის დისტანციურ სწვალებაზე გადასვლის საფუძველი შეიძლება გახდეს, კორონავირუსის ფაქტის დაფიქსირება, რეგიონში არსებული ეპიდვითარება, მშობლებისა და მასწავლებლების 60%-ის მიერ აღნიშნული ფორმატის არჩევა ან რისკ-ჯგუფში მყოფი პედაგოგი. ამასთან, ყოველ ოთხშაბათს შეუძლიათ მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევა.

რაც შეეხება მოსწავლეების სკოლებში დაბრუნების ქრონიკას - მეორე სემესტრი სკოლის შენობებში შერეული ფორმატით დაიწყო. საკლასო ოთახებში სწავლა 1 700 სკოლის მოსწავლეებმა განაახლეს, ხოლო დიდ ქალაქებსა და აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ სასწავლო დაწესებულებებში დისტანციური ფორმატით. 

რაც შეეხება, სასწავლო წლის დასაწყისს, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ, ხოლო დისტანციურად 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიწყო. მას შემდეგ კონკრეტული სკოლები გადადიოდნენ დისტანციურ ფორმატზე, კორნავირუსისა თუ რეგიონში ეპიდვითარების გაუარესების მიხედვით. 

ასევე დაგაინტერესებთ:

განათლების სამინისტროს დავალება სკოლებს - უწყება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მშობლებს მიმართავს

მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, სკოლებს ინსტრუქცია დაურიგდებათ - განათლების მინისტრის განმარტება

მასწავლებელმა მშობელს გადაუგზავნოს სველი წერტილების ფოტო/ვიდეო მასალა - უცნაური წესები სკოლებისთვის

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება