სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორია სკოლებში პირბადის ტარების წესები - მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებიდან
08-02-2021
-
+


კორონავირუსის ეპოქაში პირბადე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელ ატრიბუტად იქცა. ის ხომ ჯერჯერობით, ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. ამიტომ მას მთელ მსოფლიოში ატარებენ, როგორც ზრდასრულები ისე მოზარდები და ბავშვებიც კი. 

თუმცა, საკითხი - უნდა ეკეთოთ თუ არა ის მოსწავლეებს საკლასო ოთახებში, მთელ მსოფლიოში დისკუსიას იწვევს. 

ქართველ ბავშვებს შეუძლიათ სკოლაში პირბადე არ ატარონ. ვნახოთ ასე გაუმართლათ თუ არა მათ თანატოლებს სხვა ქვეყნებში? 

საფრანგეთის სკოლებში დამცავი ნიღბების ტარება 6 წლის ასაკიდან არის სავალდებულო. ამ წესის შემოღებამდე სკოლაში პირბადეს მხოლოდ 11 წელს გადაცილებული ბავშვები ატარებდნენ. იმისთვის რომ სკოლები არ დახურულიყო, ჯანმრთელობის ექსპერტების რჩევით, ეროვნულმა ასამბლეამ ამ წესის დაწყებით კლასებზე გავრცელებას დაუჭირა მხარი.

ექვსი წლის ბავშვებისთვის სკოლებში დამცავი ნიღბების გამოყენების წესი მოქმედებს ასევე ლუქსემბურგში, უნგრეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, მალტასა და საბერძნეთში.

სკოლებში ნიღბების ტარება ნებაყოფლობითია ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა - ესტონეთი, ლიეტუვა, შვედეთში და დანია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: წყვეტს ქვეყანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევაა, რომ ადამიანებმა თავისი ქვეყნის რეკომენდებული პრაქტიკა დაიცვან. ზოგადად, კი მეცნიერები თვლიან, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს არ სჭირდებათ ნიღბების ტარება. ეს ეფუძნება პატარების უსაფრთხოებას, ასევე მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პატარებს დახმარების გარეშე დამცავი ნიღბების სწორად გამოყენება არ შეუძლიათ.

ბავშვებმა არ უნდა ატარონ ნიღაბი სპორტული აქტივობების ან ფიზიკური დატვირთვის დროს, ისეთის როგორიცაა - სირბილი, მოედანზე თამაში და ა.შ. რომ პირბადემ მათ სუნთქვაში არ შეუშალოს ხელი. ბავშვებისთვის ამ ღონისძიებების ორგანიზებისას, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და ერთად მოთამაშე ბავშვების რაოდენობის შეზღუდვა.


ფოტო: REUTERS

იხილეთ ასევე: რა ასაკიდან არის სავალდებულო და რამდენ წლამდე არ არის მიზანშეწონილი ბავშვისთვის პირბადის ტარება?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება