სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს დეზინფექცია სკოლაში“
30-01-2021
-
+


აჭარაში სკოლების გახსნის გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა წარმოშვა: არის თუ არა სკოლები მზად მოსწავლეების მისაღებად? რამდენადაა დაცული რეგულაციები და ელით თუ არა უსაფრთხო გარემო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს?

ამ კითხვებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი პასუხობს:

- ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ეპიდსიტუაციის ძირფესვიანი კვლევა. ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დასული, რამაც მოგვცა საშუალება, ჩვენი ბავშვები დაბრუნებულიყვნენ სკოლებში და სასწავლო პროცესში ჩაერთონ უფრო აქტიურად.

- რამდენადაა მზადა აჭრის სკოლები მოსწავლეთა მისაღებად? -  მით უმეტეს, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში სველი წერილები გარეთაა, არაა მოწესრიგებული საპირფარეშოები და ისინი არ აკმაყოფილებენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს?

- არის სკოლები, სადაც მსგავსი სიტუაციაა, თუმცა განათლების სამინისტრო, შრომის ინსპექციასთან ერთად, უტარებდა სკოლებს მონიტორინგს... ნუ განვიხილავთ ისე, რომ ეს მხოლოდ სკოლების პასუხისმგებლობაა. ეს არის ჯაჭვი, რომლის შემადგენლობაშიცაა სკოლა, მოსწავლე და მშობელი. ესაა თანაბრად გაზიარებული - სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაზეც ხშირად ვაპელირებთ; ამიტომ ბავშვი სკოლაში უნდა მივიდეს მომზადებული, უნდა იცოდეს ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა.

- თუ მოხერხდება ოთახების განიავება კლასში სადაც, 35 ბავშვია, ბუნებრივი ვენტილაცია, სეზონიდან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხულია ან რამდენად მოესწრება სრული შენობის სველი წესით დამუშავება სამ საათში ერთხელ?

- უნდა მოესწროს აუცილებლად! ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, ტექნიკური პერსონალი არის მომზადებული და მასწავლებელს ეკისრება ამის გაკონტროლების პასუხისმგებლობა!

განათლების სისტემა მზადაა, გახსნას სასწავლო პროცესი აჭარაში - 1 თებერვალს, უკლებლივ, ყველა პირი, რომელსაც ევალება სკოლის კარის გახსნა, არის ანტიგენ-ტესტჩატარებული; საეჭვო შემთხვევის პირი სასწავლო პროცესში ვერ ჩაერთვება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება