სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგიერთ კლასს მასწავლებელი შეეცვლება - ოთხშაბათს გაირკვევა, ვინ წავა სკოლაში და ვინ არა
30-01-2021
-
+


აჭარის რეგიონში მოსწავლეები 1 თებერვლიდან სკოლას უბრუნდებიან, თუმცა მშობლებს უფლება აქვთ, აირჩიონ დისტანციური სწავლება. როგორც ცნობილია, ამისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ვადა კი 29 იანვრიდან 3 თებერვლამდე აქვთ.

როგორ დარეგულირდება ეს საკითხი საბოლოოდ და რამდენი მოსწავლე დარჩება დისტანციურ სწავლებაზე, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

„იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, ვისაც დისტანციურ სწავლებაზე დარჩენა სურს, ოთხშაბათამდე გაგრძელდება, სწორედ მაშინ გაირკვევა, ვინ წავა სკოლაში და ვინ - არა; შემდეგ კი უკვე სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას, ნაწილობრივ დისტანციურ და ნაწილობრივ სასკოლო სივრცეში სწავლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სურმანიძემ და დასძინა, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყდება არც დისტანციურ და არც სასკოლო სივრცეში, „ორშაბათიდანვე, როცა დაიწყება გაკვეთილები, მასწავლებლები, პარალელურად, ონლაინ ჩაერთვებიან იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ გამოცხადდებიან საგანმანათლებლო დაწესებულებაში“.

ფაქტია, გაკვეთილის მიმდინარეობისას ონლაინ-ჩართვას მასწავლებელი ვერ შეძლებს, ამიტომ, სურმანიძის განმარტებით, ზოგიერთ კლასს შესაძლოა საგნის პედაგოგი შეეცვალოს, ხოლო თუ მასწავლებელი ონლაინ-გაკვეთილებსაც ჩაატარებს და საკლასო ოთახშიც გაუძღვება სასწავლო პროცესს, ამისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებს: „ძირითადად, ეს შეეხება ქალაქის სკოლებს, სადაც რამდენიმე ცვლა გვაქვს და პარალელური კლასები. მას შემდეგ, რაც მშობლების მიერ მოხდება რეგისტრაცია და დადგინდება, რამდენი მოსწავლე აპირებს დისტანციურად სწავლას, შედგება ჯგუფები; საკლასო ოთახში გაკვეთილის პარალელურად ეს ვერ მოხდება, რადგან სპეციფიკა განსხვავებულია, ასევე ონლაინ და ჩვეულებრივ გაკვეთილს შორის სხვაობაა დროშიც; ამიტომ მასწავლებლები, რომლებიც დისტანციურადაც ასწავლიან და საკლასო ოთახებშიც, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ“.

იხილეთ ასევე:

მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ, მშობლებს კვლავ ექნებათ ონლაინ სწავლების არჩევის უფლება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება