სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 დიდ ქალაქში სკოლების ვადაზე ადრე გახსნას მთავრობა აქტიურად განიხილავს
29-01-2021
-
+


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ვიცე პრემირ-მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ მთავრობა მთავარ პრიორიტეტად განათლების სექტორის გახსნას მიიჩნევს.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სამ დიდ ქალაქში სკოლების ვადაზე ადრე გახსნას მთავრობა აქტიურად განიხილავს.

„ჩვენ არა მხოლოდ რესტორნები გვაქვს გასახსნელი ან რომელიმე სხვა დაწესებულება, არამედ სკოლებზე უნდა ვიზრუნოთ, ტრანსპორტზე უნდა ვიზრუნოთ საქალაქო, საქალაქთაშორისოს გახსნაზე და ბევრი სხვა სფეროზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ეს და პრემიერსაც უხსენებია, რომ თუკი ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე რა თქმა უნდა განათლება, ბავშვების აღზრდა, სწავლა, ახალგაზრდობის განათლება არის ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტი.

მეც დაგიდასტურებთ, რომ საუბარი არის იმაზე, რომ ყველაზე მეტად პრიორიტეტულად, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა მივიღებთ გადაწყვეტილებას განათლების სექტორის გახსნასთან დაკავშირებით სამ დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი და რუსთავი) სადაც ეს შეზღუდვა ჯერ კიდევ ნარჩუნდება“, - განაცხადა თურნავამ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება