სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ სკოლა არ იცავს გაწერილ ბადეს, არღვევს ბავშვის უფლებებს“ - დგებუაძე განმარტავს, რა დროს ერევა სამინისტრო კერძო სკოლის საქმიანობაში
29-01-2021
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმაში გაწერილი წესები, რომელიც დისტანციური სწავლების დროს კლასების მიხედვით, საგაკვეთილო საათების ხანგრძლივობას განსაზღვრავს კერძო სკოლებზეც მოქმედებს.

როგორც ცნობილია, ონლაინ სწავლების დროს სკოლები განსხვავებული საათობრივი ბადით სარგებლობენ. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების მიხედვით, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში გამოქვეყნდა დისტანციური სწავლებისას სკოლებმა უნდა შეამცირონ გაკვეთილების რაოდენობა და მისი ხანგრძლივობა. თუმცა აღნიშნულ ბრძანებას არ ემორჩილებიან კერძო სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს დღის განმავლობაში 5-6 გაკვეთილს უტარებენ, რომელიც სტანდარტულად 45 წუთი გრძელდება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს, სკოლები, რომლებიც არ იცავენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საათობრივ ბადეს და მოსწავლეებს დისტანციური სწავლის დროსაც იგივე ხანგრძლივობის და ოდენობის გაკვეთილებს უტარებს არღვევს ბავშვის უფლებებს.

„თუ კერძო სკოლა არ იცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილ ბადეს, ის არღვევს ბავშვის უფლებას და ამ  წესს.

განსაზღვრულია გაკვეთილის საათობრივი ხანგრძლივობა, რამდენი უნდა იყოს დისტანციური სწავლებისას გაკვეთილი დაწყებით და მაღალ საფეხურებზე“, - აღნიშნავს დგებუაძე.

მიუხედავად ამისა, როგორც თავად გვეუბნება, უწყება კერძო სკოლებს არ ამოწმებს.

„განათლების სამინისტრო კერძო სკოლებს არ ამოწმებს, ამოწმებს სხვა უწყება, იმ შემთხვევაში თუ მშობელი მიმართავს მას და ჩათვლის, რომ მოსწავლის უფლება ირღვევა.

თუ ჩვენამდე მოვა ეს ინფორმაცია, შემდგომ ჩვენ მივმართავთ შესაბამის უწყებას, რომელიც ჩაერევა“, - აცხადებს დგებუაძე.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, დისტანციური სწავლების დროს ონლაინ გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

ა) I-IV კლასებში – 20 წუთი;
ბ) V-IX კლასებში – 30 წუთი;
გ) X-XII კლასებში  – 40 წუთამდე.

ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ  რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

იხილეთ ასევე: ყველა ცვლილება, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება