| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა. კარნავალის დასრულების შემდეგ დირექტორმა ცისანა ობოლაძემ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. მასწავლებლებმა კი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის დააჯილდოვეს.
„ხევაშენის საჯარო სკოლაში კარნავალი დიდი ზეიმით ჩატარდა. საგანგებოდ მორთულ ნაძვის ხესთან მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს ერთმანეთსა და პედაგოგებს ახალი წელი. კარნავალის დასრულების შემდეგ დირექტორმა ქალბატონმა ცისანა ობოლაძემ მოსწავლეებს გადასცა საახალწლო საჩუქრები, რომლებიც ლატარიის პრინციპით შეხვდათ, ხოლო მასწავლებლებმა მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დააჯილდოვეს. დირექტორი და მასწავლებლები იმედოვნებენ, რომ მეორე სემესტრშიც ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა